ველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: gl:Estepa, id:Stepa, tr:Step
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|ველი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
'''ველი''', ''ტრამალი'', მცენარეულობის ტიპი, რომელიც შედგება გვალვა- და ყინვაგამძლე მრავალწლოვანი ბალახოვანი [[ფიტოცენოზი|ფიტოცენოზებისაგან]]. ფართოდ არის გავრცელებული ზომიერად მშრალი ჰავის პირობებში შავმიწა და წაბლა ნიადაგებზე. მცენარეულ საფარში ჭარბობს მკვრივკორდოვანი მარცვლოვნები - [[ვაციწვერა]], [[წივანა]] და სხვა, მრავალწლოვანი მთავარფესვიანი [[ორლებნიანნი|ორლებნიანი]] მცენარეები, ხანმოკლე განვითარების ერთწლოვნები ([[ეფემერები]]) და ბოლქვიანი თუ ფესურიანი მრავალწლოვნები ([[ეფემეროიდები]]), რომლითაც ვეგეტაცია ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ეწყებათ. აქა-იქ გვხვდება ბუჩქები (ქონდარა ნუში, [[გრაკლა]], ყარღანი) და ნახევარბუჩქები, ხავსები, მღიერები, ხმელეთის წყალმცენარეები, სოკოები. [[რუსეთი|რუსეთში]] ველებს ''სტეპებს'' უწოდებენ, [[უნგრეთი|უნგრეთში]] - ''პუშტებს'', [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკაში]] - ''პრერიებს'', [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკაში]] კი - ''პამპებს''. ველებს დიდი ფართობი უკავია აგრეთვე [[კავკასია]]ში, წინა და შუა აზიაში. [[საქართველო]]ში ის მეტწილად აღმოსავლეთ საქართველოს ვაკეებზე, მთისწინა კალთებსა და სამხრეთ მთიანეთშია გავრცელებული. ამის მიხედვით არის ბარისა და მთიანეთის ველები; მათ მრავალ ფორმაციას შორის მთავარია უროიანი, წივანიანი, [[ვაციწვერიანი]], ნაირბალახოვან-მარცვლოვნიანი და სხვა. ჩვენში ველი ბევრგან მეორეული წარმოშობისაა. ასეთია, მაგ., ჯავახეთის ველი, რომელიც ტყის მოსპობის შედეგად არის წარმოქმნილი, შირაქისა და გარეჯის ველები, რომლებიც ხშირად ნათელი ტყის განადგურების შედეგია. ამჟამად მთისა და ბარის ველების დიდ ნაწილს ამუშავებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის, იყენებენ საძოვრად და სათიბად.
 
{{ქსე}}
==ლიტერატურა==
*'' ნახუცრიშვილი შ.,'' ქსე, ტ. 4, გვ. 348-349, თბ., 1979
 
[[bg:Степ]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ველი“-დან