ვაყის დედაღვთისა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შესწორდა ბმული
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Church of vaka1.jpg|thumb|300px|<center>ვაყის დედაღვთისა ხედი აღმოსავლეთიდან<br /><small>ჯაბა ლაბაძის ფოტო</small></center>]]
[[ფაილი:Church of vaka2.jpg|thumb|300px|<center>ვაყის დედაღვთისა ხედი დასავლეთიდან<br /><small>ჯაბა ლაბაძის ფოტო</small></center>]]
'''ვაყის დედაღვთისა''' — ეკლესია [[ხაშურის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ვაყა]]ში. კომპლექსში შედის 2 [[ეკლესია]], [[ეგვტერი]], სათავდაცვო და დამხმარე ნაგებობები. ერთი ეკლესია ბანურსახურავიანი ორსართულიანი კოშკური ნაგებობაა. მას სამხრეთით ეკვრის დარბაზული ეკლესია, ხოლო დასავლეთით - ორსართულიანი ეგვტერი სათავდაცვო ნაგებობით, მთელი ეგვტერის სიგრძეზე მიშენებულია სათავსი. კოშკური და დარბაზული ეკლესიები სტილისტური ნიშნებით XVI-XVII სს-ებს განეკუთვნება, სხვა ნაგებობები კი უფრო გვიან არის აშენებული. სოფელ ვაყის [[ბეგთაბეგოვები]]ს ხელში გადასვლის შემდეგ (XVIII სს.) ეკლესია სომხურად გადაუკეთებიათ.
 
'''''ორსართულიანი კოშკური ეკლესია''''' (6,5X6 მ) ნაგებია თლილი ქვით. ორივე სართულს შესასვლელი დასავლეთიდან, ეგვტერიდან აქვს. I სართულზე აღმოსავლეთით სარკმელი და ორი ნიშია, ჩრდილოეთით - სარკმელი და ნიში. II სართული მომრგვალებული [[აფსიდი]]ანი ეკლესიაა. აფსიდის ჩრდლოეთით [[სამკვეთლო]]ა, ხოლო სამხრეთით ღრმა ნიში. საკურთხეველში და ეკლესიის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია .
ხაზი 9:
'''''ორსართულიანი სათავდაცვო ნაგებობა''''' ჩრდილოეთიდან ეგვტერზეა მიდგმული. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია ფართო შესასვლელი, ხოლო სამხრეთ კედელში ეგვტერში გასასვლელი. კარის თავზე ჩასმულ ორ ფილაქვაზე ამოკვეთილია მხედრული სამშენებლო წარწერა.
 
[[დარბაზული ეკლესია|'''''დარბაზული ეკლესიის''''']] (7,7X6 მ) ნახევარწრიული აფსიდის ორივე მხარეს კედელში სწორკუთხა სათავსებია. ეკლესიის აფსიდში და მის სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთჩრდილო-აღმოსავლეთ სათავსებში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.
 
მთელ კომპლექსს [[2006]] წლის, [[საქართველოს პრეზიდენტი]]ს ბრძანებულების თანახმად მიენიჭა [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის]] კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.