მანჯურია-კორეის მთები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
| ამგებელი ქანები =
}}
'''მანჯურია-კორეის მთები''' — მთის სისტემა ჩრდილოეთჩრდილო-აღმოსავლეთ [[ჩინეთი|ჩინეთში]], [[ჩრდილოეთი კორეა|ჩრდილოეთ კორეასა]] და [[რუსეთი|რუსეთში]]. სიგრძე 1000 კმ-ზე მეტი, სიგანე 500 კმ-მდე. გადაჭიმულია უსურის ხეობიდან ლიაოდუნის ნახევარკუნძულამდე. სიმაღლეები 1-2 ათას მეტრამდე. მაქსიმალური სიმაღლე 2744 მ (ვულკანი [[პექტუსანი]]). უმთავრესად აგებულია [[გრანიტი|გრანიტებით]], [[ფიქალი|მეტამორფული ფიქლებითა]] და [[კირქვა|კირქვებით]]. ჩრდილო-აღმოსავლეთით განვითარებულია პალეოზოური ნაოჭა სტრუქტურები, სამხრეთ-დასავლეთით — კამბრიულისწინა სტრუქტურები. კაინოზოურში ადგილი ჰქონდა რღვევებსა და ბაზალტური ლავის ამონთხევას, რის შედეგადაც წარმოიშვა [[პლატო|პლატოები]] და [[ზეგანი (გეოგრაფია)|ზეგნები]]. აღმოჩენილია ქვანახშირის, რკინის მადნის, ფერადი ლითონების საბადოები. ჰავა ზომიერი, მუსონურია. [[ზაფხული]] თბილი იცის, [[ზამთარი]] — ცივი. [[ატმოსფერული ნალექები]]ს მაქსიმუმი ზაფხულშია. მანჯურია-კორეის მთების ცენტრალურ და აღმოსავლეთ რაიონებში გავრცელებულია წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი ტყეები; კალთების ქვედა ნაწილში — ბუჩქოვანი მცენარეულობა.
 
==რესურსები ინტერნეტში ==