იურის მთები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link GA|de}} using AWB
No edit summary
ხაზი 6:
იურის მთები ახალგაზრდა ნაოჭა მთიანეთია, რომელიც წარმოიშვა [[მესამეული სისტემა|ზედა მესამეულში]], იმ დროს, როდესაც წინაალპების [[მოლასები]]ს და ალპების წინამთების [[დანაოჭება]] ხდებოდა. ჩაღუნვის ზონა ალპების [[ჩრდილოეთი]]თ ალპების მთიანეთის ამოწევის დროს წარმოიშვა. იგი ალპების გადარეცხვის და ნგრევის შედეგად წარმოშობილი და ჩამოტანილი წვრილი და მსხვილი ნამტვრევი მასალებით აივსო — იმავე მოლასებით, რომლებსაც აქ [[დანაოჭება]] არ განუცდიათ; გარდა ამისა, ივსებოდა მეოთხეულ ალპურ გამყინვარებათა ეპოქებში წარმოშობილი [[მორენა|მორენული]] და [[ფლუვიოგლაციალური ნალექები|ფლუვიოგლაციალური]] მძლავრი ნალექებით. იურა გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ პარალელური [[ქედი|ქედების]] [[წყება (გეოლოგია)|წყების]] სახით, რომელსაც ახალი მთვარის ფორმა აქვს — შუაში გაფართოებული, ბოლოებისაკენ წაწვეტილი და ჩაზნექილი [[სამხრეთი|სამხრეთ]]-[[აღმოსავლეთი]]საკენ.
 
[[ჩრდილოეთი|ჩრდილოეთ]]ჩრდილო-[[აღმოსავლეთი]]თაღმოსავლეთით იურა თავდებამთავრდება შვარცვალდის ბოლოსთან და დაშორებულია მისგან მდინარე [[რაინი]]ს [[ხეობა|ხეობით]]. იურის მთების რკალის სიგრძე დაახლოებით 300 კმ-მდეა, მისი უდიდესი სიგანე — 80 კმ-მდე. ქედი [[დასავლეთი]]საკენ დაბლდება, მაგრამ მთისძირთან მდებარე ზედა სონას აუზის ვაკეზე მაინც ამაღლებულია.
 
იურა [[გეოლოგია|გეოლოგიურად]], წესიერად აგებული [[ნაოჭა მთები]]ს კლასიკური ქვეყანაა, სადაც [[ტექტონიკა]] სავსებით განსაზღვრავს [[რელიეფის ფორმები|რელიეფის ფორმებს]], მისი ანტიკლინური ტიპის მთავარი ქედებითა და სინკლინურ მულდებში მდებარე მთავარი ხეობებით. იურის მთები დახრილია [[დასავლეთი]]საკენ. იგი განიცდიდა თანდათანობით ამოწევას, [[მდინარე]]ები მიედინებოდნენ სინკლინებზე და იმავე დროს მიისწაფოდნენ მთის ძირთან მდებარე [[ვაკე (გეოგრაფია)|ვაკისაკენ]], რისთვისაც იყენებდნენ ნაოჭების ღერძზე დადაბლებულ ადგილებს და ჭრიდნენ მათ ვიწრო განივ ხეობებში — კლუზებში. ასე წარმოიშვა იურასა და ზოგადად, ახალგაზრდა ნაოჭა მთებისათვის ტიპიური ხეობების გისოსებური სისტემა. ამავე დროს [[ეროზია (გეოლოგია)|მდინარეული ეროზია]] ავითარებდა ანტიკლინური ქედების გვერდებში შეჭრილ შენაკადების განივ ხეობებს და მათთან დაკავშირებულ ზედა გასწვრივ ხეობებს (combes) იმ ანტიკლინების ზევით, რომლების თაღების გადარეცხავასაც აწარმოებდა. ამასთანავე წარმოიშობოდა ნაოჭების ფრთების სიმეტრიული თხემები, რომლებიც ქედების უმაღლეს ნაწილებს (cretes) შეადგენდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იურის_მთები“-დან