ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ელექტროსადგურის აღწერა: clean up, replaced: ძირიტად → ძირითად using AWB
ხაზი 26:
ზაჰესკომის გადაწყვეტილებით ელექტრომექანიკური მოწყობილობები დაუკვეთეს საბჭოთა რუსეთის ქარხნებს, რომლებიც არდგენიტი პერიოდის მძიმე წლებში საჭიროებდნენ დახმარებასა და მხარდაჭერას. გამონაკლისი იქნა დაშვებული ტურბინების დამზადების საკითხში — საჭირო ოთხი ტურბინიდან ერთი (1500 ც. ძ.) უნდა დამზადებულიყო ლენინგრადის ლითონის ქარხანაში ფრიცნოიმაიერის ქარხნის ნახაზების მიხედვით, ხოლო დანარჩენი სამი — ფრიცნოიმაიერის ქარხანაში (გერმანია).
 
ჰესის პირველი რიგი [[1927]] წლის 9 აპრილს გადაეცა საექსპლუატაციოდ. სრული სიმძლავრით ზაჰესი [[1938]] წელს ამუშავდა — დაემატა კიდევ ოთხიორი ტურბინა. ზაჰესის დადგმული სიმძლავრეა 36,8 ათ. კვტ. ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომიშავება 20,3 მლნ. კვტ. სთ-ს შეადგენს. ჰიდროკვანძში შედის სათავის ბეტონის კაშხალი (სიმაღლე 34 მ), წყალმიმღები, სადერივაციო არხი (სიგრძე 3 კმ), სადაწნეო აუზი და ჰესის შენობა. კაშხალი ქმნის სადღეღამისო რეგულირების წყალსაცავს. სადგურმა უდიდესი როლი შეასრულა დიდი სამამულო ომის პერიოდში მრეწველობისა და ტრანსპორტის ელექტროენერგიით მომარაგების საქმეში. [[1952]] წელს ზაჰესი მთლიანად ავტომატიზებული და ტელემექანიზებული გახდა, ამით მისი სიმძლავრე საპროექტოსთან შედარებით კიდევ 15%-ით გაიზარდა.
 
[[2007]] წლის [[20 ივლისი|20 ივლისს]] ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი) ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გამართულ აუქციონზე 41 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. „ზაჰესი“ კომპანია „ბონასერა ტრეიდ ლიმიტედის“ მფლობელობაში გადავიდა.
ხაზი 39:
:(გ) '''წნევის აუზი''' — წნევის აუზი მოწყობილია არხის ბოლოსთან გაფართოებულ ნაწილში (სიგანე 8,11-65, მ, მოცულობა 40.000 კუბ. მ). აქედან ლითონის დაწნევის მილგამტარით და რკინაბეტონის სპილარული კამერებით წყალი მიემართება ტურბინებში.
 
:(დ) '''საგენერატორო სადგური''' — აგებულია რკინიგზის ხიდის მახლობლად და მთავარი, გრძივი ფასადიტ მტკვრის მარცხენა კლდოვან ნაპირს გადმოჰყურებს. მისი საძირკველი არმირებულია ლიანდაგებით კედლების კონსტრუქცია წარმოადგენს აგურიტ შევსებულ რკინაბეტონის კარკასს. მთავარი ფასადი მოპირკეთებულია ეკლარის ქვით. საგენერატოროს ძირითადი სატავსია დიდი დარბაზი (72X12 მ, სიმაღლე 14,38 მ, მთელი ნაგებობის სიმაღლე 25,88 მ), სადაც რვაექვსი ტურბინა დგას. დარბაზში უხვად არის სინათლე და ჰაერი. მთავარი ფასადის მთელი სიგრძე უჭირავს რვა შეისრულთაღოვან დიდ ფანჯარას. შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ცილინდრული კოშკია. აქედან არის სადგურში შესასვლელი. საგენერატოროს არქიტექტურა მარტივი, მკაცრი და დასამახსოვრებელია.
 
:(ე) '''გამანაწილებელი სადგური''' — მდებარეობს საგენერატოროს სამხრეთით 80 მ-ზე. მისი ორი ურთიერთპარალელური კორპუსი სახელოსნოებს ეკვრის. მათ შორის ღია ეზოა. არქიტექტურული გადაწყვეტით შენობა ენათესავება საგენერატორო სადგურის ფასადებს — ცემენტით შელესილ კედლებზე სხვადასხვა სიგანის დიდი შეისრულთაღოვანი სარკმლებია. განსხვავებულია უკანა ფასადი — დიდი თაღოვანი შესასვლელი და ლოჯიის ექვსი დაბალსვეტიანი თაღედი ქმნიან მარტივ, მეტყველ კომპოზიციას.