მაო ძედუნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
ამ ჩავარდნამ პარტიის ბევრ წევრში იმედგაცრუება გამოიწვია, მაო იძულებულიც კი შეიქნა პარტიის თავმჯდომარეობა ვინმე ლიუ შაოქისთვის გადაებარებინა. ლიუ მალე ისე მოძლერდა, რომ მაოსთვის გარკვეულ საფრთხესაც კი წარმოადგენდა. მან მაოსთვის ყოველგვარი ძალაუფლების ჩამოშორება განიზრახა.
მაო მიხვდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა და [[1966]] წელს კულტურულ რევოლუციას მისცა დასაბამი. ამ რევოლუციამ ლიბერალური ბურჟუაზია ქვეყნის და კერძოდ, სოციალიზმის მტრებად წარმოაჩინა. მაომ წითელ არმიას საკუთარი ნებით მოქმედების თავისუფლება მისცა. ქვეყანაში ქაოსმა დაისადგურა. მილიონი ადამიანი იქნა დაკავებული და მოკლული. მაომ დახურა სკოლები და ყველა მოსწავლე სახლებში დაითხოვა, მათი ერთადერთი დავალება იყო წითელი არმიისთვის იარაღის წარმოება. წითელია არმია, რომელიც ძირითადად თინეიჯერებისაგან შედგებოდა, იჭერდა, აწამებდა და კლავდა ყველას, ვისაც თვითონ მიიჩნევდა საჭიროდ. როდესაც მაოს უთხრეს, რომ ქვეყანაში ასეთი საშინელი სიტუაცია იყო და რომ ხალხი თვითმკვლელობებამდეც კი მიდიოდა, მაომ თქვა: ჩინეთი ისეთი მრავალრიცხოვანია, რომ რამდენიმე ადამიანის სიკვდილი დიდი დანაკლისი სულაცა არააო.
კულტურული რევოლუციის დასასრულად მაომ [[1969]] წელი გამოაცხადა, თუმცა ბევრი მიიჩნევს რომ ის მხოლოდ მაოს სიკვდილის შემდეგ, [[1976]] წელს დასრულდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დაიწყო ხიდების მშენებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იაპონიასთან და ევროპასთან დასაკავშირებლად. 1972 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ეწვია ჩინეთს და მაოს შეხვდა. რაც შეეხება მაოს, იგი მძიმე ავადმყოფობამ იმსხვერპლა. მას სჭირდა პარკინსონის დაავადება და სიგარეტის წევის შედეგად ფილტვებისა და გულის დაავადებები. იგი [[1976]] წლის [[2 სექტემბერი|2სექტემბერს]] გულის შეტევით დაიღუპა.
მაოს პიროვნება განსაკუთრებით სიმბოლურია არა მარტო ჩინელი ხალხისათვის, არამედ სრულიად კომუნიზმისთვის. მაომ საკუთარი თავი წარმოადგინა, როგორც მიწათმფლობელების, ბიზნესმენების, ამერიკისა და ზოგადად, დასავლეთის მტრად, შეიქმნა ღარიბი გლეხების, მუშების და ფერმერების მფარველის რეპუტაცია.
ახალი თაობა იზრდებოდა და ახლაც იზრდება მაოს კულტის განდიდებით. მათ, რა თქმა უნდა, არ ახსოვთ და არ გამოუცდიათ ის შიმშილობის და ტანჯვის წლები, რომლებიც მაოს რეჟიმმა მოიტანა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაო_ძედუნი“-დან