ოშკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაეტა მონასტრის სახელწოდება შესავალში, თავად სტატიის საფუძველზე
No edit summary
ხაზი 180:
საქართველოში ყველა დიდ მონასტერს ჩვეულებრივ თან ახლდა ხოლმე პატარა ეკლესია-სამლოცველოები. ორი მსგავსი ეკლესია შემორჩენილია ოშკშიც.
 
ერთი მათგანი მდებარეობს ფერდობზე, მთავარი ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით. იგი წარმოადგენს პატარა [[დარბაზული ეკლესია|დარბაზულ ეკლესიას]], სიგრძით 5.11 [[მეტრი|მ]] და სიგანით 3.43 მ. ეკლესია მოპირკეთებულია რუხი, თლილი ქვით. მისი [[ზეძირკველი]] ორი საფეხურსიგან შედგება. დასავლეთი კედელი სარკმლამდე [[ღორღი]]თ არის დაფარული. ერთადერთი კარი სამხრეთიდან აქვს, სარკმელი კი - სამი: აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით. ნახევარწრიულ საკურთხეველში ორი უბეა. საკურთხევლის კამარა [[კრონშტეინი|კრონშტეინებზეა]] დაბჯენილი. ნავის კამარა გოდრულია, სახურავი - ქვის. [[ლავგარდანი]]ს მორთულობა ნამგლისებური სახეებისგან შედგება. ასეთივე მორთულობა აქვს საკურთხევლის პილასტრების ქუსლებს. კარის [[ზღუდარა]] მოჩუქურთმებული [[არქივოლტი]]თაა შემკული, ხოლო მის ზემოთ რგოლებში ჯვრებია გამოკვეთილი. სამხრეთ სარკმელიც მსგავსი არქივოლტით სრულდება, ხოლო თავს ზემოთ ჯვარი ადგას. დანარცენიდანარჩენი სარკმლებიც მსგავსია მორთულობით. ეკლესიის კედლები შიგნით შელესილია, თუმცა მოუხატავია.
 
მეორე პატარა ეკლესიას ასეთივე გეგმა აქვს, ისიც ფერდობზე დგას, ტაძრის სამხრეთით. ჩრდილოეთით მას გვიანდელი ევკდერი ადგას, ნახევარ ნავის სახით. ამჟამად ეკლესიას სამეურნეო დანიშნულებით იყენებენ. ინტერიერში ეკლესიის ზომებია: 6.11 მ × 3.1 მ, კედლის სისქე - 0.74 მ. ეს ბაზილიკა გაცილებით დაზიანებულია, პირველთან შედარებით. თლილი ქვის პერანგი შემოცლილი აქვს მთლიანად, სახურავი მოხდილი, თუმცა თაღები მთელია. აქაც, საკურთხეველში ერთი სარკმელი და ორი უბეა. დასავლეთის კედელი ჩამონგრეულია. საკურთხევლის სართავი კამარები დაკიდულია. ეკლესიას კარი სამხრეთით აქვს, ხოლო დასავლეთით ევკდერში გასასვლელი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოშკი“-დან