სულეიმან I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
94.43.114.155-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 29:
|ხელმოწერა = Tughra of Suleiman I the Magnificent.svg
}}
'''სულეიმან I კანუნი''', ''სულეიმან კანონმდებელი'' ({{lang-tr|Muhteşem Süleyman}}, {{lang-ar|سليمان القانوني}}; დ. [[6 ნოემბერი]], [[1494]] – გ. [[7 სექტემბერი]], [[1566]]) — [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] მეათე სულთანი. ქვეყანას მართავდა [[1520]]-[[1566]] წლებში. სულეიმანი ითვლება [[ოსმანების დინასტია|ოსმანების დინასტიის]] ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად. მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთის პორტამ<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=32224 ოსმალეთის პორტა]</ref> მიაღწია განვითარების უმაღლეს მწვერვალმწვერვალს.
 
სულეიმანი დაიბადა [[1494]] წელს [[ტრაპიზონი|ტრაპიზონში]] [[ბაიაზიდ II|ბაიაზიდ II-ის]] უმცროსი შვილის, [[სელიმ I|სელიმ I-ისა]] და [[ყირიმის სახანო|ყირიმის ხანის]] [[მენგლი I]]-ის შვილის, [[აიშე ჰაფსა სულთანი|აიშე ჰაფსა სულთნის]] ოჯახში.
 
იგი ატარებდა აქტიურ დამპყრობლურ პოლიტიკას. მის დროს ოსმალეთის იმპერია გაფართოვდა და გაძლიერდა. [[1521]] წელს აიღო [[ბელგრადი]], [[მოჰაჩის ბრძოლა (1526)|მოჰაჩის ბრძოლის]] შემდეგ შემოიერთა [[უნგრეთი]]ს დიდი ნაწილი. 30-იან წლებში დაიპყრო [[ერაყი]], კ. როდოსი და [[ეგეოსის ზღვა|ეგეოსის]] არქიპელაგის სხვა კუნძულები, [[ტრიპოლიტანია]], [[ალჟირი]] და სხვა ტერიტორიები. სულეიმან I კანუნი შეუპოვარ ბრძოლას ეწეოდა [[ირანი|ირანთან]] [[კავკასია|კავკასიისათვის]].
 
სულეიმანის მმართველობის პერიოდში, [[ოსმალეთის იმპერია]]ს საკმაოდ ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა [[ჰაბსბურგები|ჰაბსბურგებთან]] და [[საღვთო რომის იმპერატორი|საღვთო რომის იმპერატორ]] [[კარლ V]]-სთან. ამ ყველაფერმა, მათ შორის მრავალი კონფლიქტი წარმოშვა, რომელთაგან ყველაზე მწვავე [[1541]]-[[1547]] წლების კონფლიქტი იყო. მისი დაწყება [[ფერდინანდ I]]-ის მიერ ბუდის აღებამ გამოიწვია. ჰაბსბურგებმა ბუდის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და ამასთან ერთად, [[ესტერგომი]]ც დაკარგეს. ასე რომ, კარლი და ფერდინანდი იძულებულნი გახდნენ [[1547]] წელს [[ადრიანოპოლის დროებითი ზავი (1547)|ადრიანოპოლის დროებითი ზავის]] დადებას დათანხმებოდნენ.
 
სულეიმან I-ის წარმატებებში მნიშვნელოვანი როლი შეჰქონდა იმპერიის საზღვაო ფლოტს, რომელიც იმდროისთვის ძალიან დიდი ძალას წარმოადგენდა. ძლიერმა ფლოტმა იმპერიას მრავალი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა და მნიშვნელოვნად გაამყარა მისი პოზიციები [[ხმელთაშუა ზღვა]]სა და [[ინდოეთის ოკეანე]]ში. სულეიმანის დროინდელი [[კაპუდან-ფაშა|კაპუდან-ფაშებიდან]] გამორჩეულია [[ხაირ ალ-დინ ბარბაროსა]], რომლის მეთაურობითაც ოსმალეთის ფლოტმა მრავალი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ოსმალეთის ფლოტის ყველაზე შთამბეჭდავ გამარჯვებად [[1538]] წელს [[პრევეზის ბრძოლა]]ში გაერთიანებული ქრისტიანული ძალების დამარცხება ითვლება.
 
მისი მმართველობის პერიოდში შედგა კანონები (კანუნნამე) ადმინისტრაციული წყობისა და ფინანსების, ცალკეული პროვინციების მდგომარეობის, სამხედრო-ლენური სისტემის რეგლამენტაციის, მიწათმფლობელობის ფორმების, მოსახლეობის ბეგარისა და მიწაზე გლეხების მიმაგრების შესახებ. დიდ ყურადღებას აქცევდა მეჩეთების, სასახლეების, ციხესიმაგრეების და სხვათა მშენებლობას. სულეიმან I კანუნი გარდაიცვალა უნგრეთში ლაშქრობის დროს, 1566 წელს.
 
სულეიმან I [[ოსმალეთის იმპერია]]ს სათავეში თითქმის 46 წლის განმავლობაში ედგა. ამდენი ხნის განმავლობაში ოსმალეთის იმპერია არც ერთ სხვა სულთანს უმართავს. სულეიმანს შემდეგ, ტახტზე ყოფნის ხანგრძლივობით მოდის [[მეჰმედ IV]], რომელიც 39 წლის განმავლობაში ([[1648]]-[[1687]] წწ.) ედგა სათავეში ოსმალეთს.
 
სულეიმანი [[ოსმალური ენა|ოსმალურ ენაზე]] ცნობილია سلطان سليمان أول (სულეიმან I) ან السلطان سليمان القانوني‎‎ (სულეიმან კანუნი) სახელით. ძირითადად, [[აღმოსავლეთი|აღმოსავლეთში]] მას სწორედ ამ ორი სახელით მოიხსენიებენ, თუმცა [[დასავლეთი|დასავლეთში]] ის უფრო მეტად ცნობილია '''სულეიმან დიდებულის''' ან '''სულეიმან ბრწყინვალეს''' სახელით.
 
== ტახტზე ასვლამდე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სულეიმან_I“-დან