ჩუქჩები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რელიგია: clean up, replaced: იმპროვიზირ → იმპროვიზ using AWB
No edit summary
ხაზი 12:
ჩუქჩების კულტურაში, პირველ რიგში ზღვისპირაში, ჩვენ ვპოულობთ  [[ესკიმოსები|ესკიმოსებისთვის]] დამახასიათებელ ბევრ ელემენტს. ჩუქჩებისა და კორიაკების სიახლოვის გათვალისწინებით, როგორც კულტურაში, ასევე ენაშიც, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ჩუკოტურ-კორიანული ფორმირების რეგიონი განთვსებული იყო მათი დღევადნელი  გავრცელების ადგილის სამხრეთით. აქედან ჩუქჩების წინაპრები გავრცელდნენ ჩრდილოეთში, მოახდინეს ესკიმოსების ასიმილაცია და თავადაც განიცადეს ესკიმოსთა ენისა და კულტურის გავლენა.
 
ჩუქჩების ფოლკლორში  ნათლად ჩანს მათი აზიელი [[ესკიმოსები|ესკომოსებს]]<nowiki/>ა და კორიაკებთან შეჯახება. იმის მიუხედავად, რომ ჩუქჩების თქმულებების მიახლოებითი დატირებაც კი შეუძლებელია, ვ. ბოგორაზი თქმულებებს ჩუკოტურ-ესკიმოსებს შორის დაპირისპირების შესახებ უფრო ადრეულად მიიჩნევს, ვიდრე კორიაკებთან. პირველი თქმულებები უფრო ნაკლებადაა შემონახული. აქ ჩუქჩები უმეტესწილად გამოდიან როგორც მეირმეები. ამ თქმულებებში ისინი თავს ესხმიან ეკსიმოსებს, ართმევენ ნადავლს - ზღვის ცხოველებს და ტყვეებს, რომლებსაც აიძულებენ ირრების მწყემსვას. როგორც ჩანს, მიმდინარეობდა ორი ჯგუფის შეერთების პროცესი, რასაც თან ახლდა ჩუკოტური ენის გამარჯვება ესკიმოსურზე. ამის შედეგად, ჩამოყალიბდნენ თნამედროვეთანამედროვე ზღვისპირა ჩუქჩები, რომლეთა ეკონომიკა, კულტურა და ყოფა-ცხოვრება ატარებს ესკიმოსების გავლენის კვალს<ref name=":0" />.
[[ფაილი:PSM V67 D100 Reindeer chukchhe and eskimo girl.png|მინი|მეირმე ჩუქჩა და ესკიმოსი გოგონა]]
ჩუქჩების [[ეთნოგენეზი|ეთნოგენეზის]] საკითხს და მის კავშირს ესკომისების უძველეს ისტორიასთან ერთ-ერთმა პირვლემა მიმართა ა. ზოლოტარევმა, რომელიც ესკიმოსებს ჩუქჩების და კორიაკების უშუალო წინაპრებად მიიჩნევს. მისი აზრით, ჩრდილო-აღმოსავლეთ [[აზია|აზიაში]] თანმიმდევრობით ერთმანეთს ჩაენაცვლა მატერიალური წარმოებისა და აბორიგიენების კულტურული განვითარების ორი საფეხური. პირველი საფეხური - ზღვის მონადირეების ბინადარი კულტურა. მისი მატარებელი იყვნენ ძველი ესკომოსები. მეორე საფეხური - კომპლექსური მეურნეობა, რომელიც ითავსებდა  ზღვის ცხოელების ნადირობასა და მცირე მეირმეობას. ამ საფეხურზე გაჩნდნენ ჩუქჩები და კორიაკები, რომელთა კულტურაც გაჩნდა მეირმეობის საფუძველზე, თვითონ ჩუქჩები კი  ძველი ესკიმოსების მეირმეებად გადაქცეული  შთაომავლები არიან. თუმცა ავტორი არანაირ ახსნას არ იძლევა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ესკიმოსური ენის ტრანსფორმაცია, რომლისგანაც წარმოიშვა მისგან ტიპოლოგიურად და მატერიალურად სრულიად განსხვვებული ჩუკოტური ენა. <ref>1.     А. И. Крушанов, ''История и культура чукчей, 1987''</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩუქჩები“-დან