ქუთაის-გაენათის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(დაემატა ბმულები, გასწორდა კორექტურა.)
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
მე-18 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან თითქმის ოთხი ათეული წლის მანძილზე, [[1820]] წლამდე, აღნიშნულ კათედრებს განაგებდნენ მიტროპოლიტები [[დოსითეოს ქუთათელი|დოსითეოს წერეთელი]] და [[ექვთიმე გენათელი|ექვთიმე შერვაშიძე]]. დასავლეთ საქართველოში, აღნიშნულ მღვდელმთავართა ძალისხმევით, გურიისა და სამეგრელოს მთავართა და იმერეთის სამეფოს ხალხისა და დიდებულების თანხმობის მოპოვების შემდეგ, მთელი საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანების საფუძველი მომზადდა. გაერთიანების მოსურნე უმრავლესობის სურვილის მიუხედავად, იმჟამად საქართველო ვერ გაერთიანდა. სამაგიეროდ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის „ივერიელთა ერთობის ტრაქტატი“ დაიდო.
 
[[1819]]-[[1920]] წწ. იმერეთის ცნობილი აჯანყებისას, [[დოსითეოს ქუთათელი]] და [[ექვთიმე გაენათელი|ექვთიმე გენათელი]], აჯანყების შუაგულში აღმოჩნდნენ. [[იმერეთის აჯანყება|იმერეთის აჯანყების]] სასტიკად ჩახშობის შემდეგ, [[1821]] წლის რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებულ ეპარქიებიდან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია, რომლის კათედრა ქუთაისში იყო. ეპარქიის მმართველობა, იმპერატორის ნება-სურვილით, მანამდე ნიკორწმინდელ [[მთავარეპისკოპოსი|მთავარეპისკოპოს]] [[სოფრომისოფრომ წულუკიძე|სოფრომ წულუკიძეს]] მიანდეს. მას რუსეთის სინოდმა [[არქიეპისკოპოსი]]ს წოდება დაუტოვა. სოფრომის შემდეგ იმერეთის ეპარქიას განაგებდნენ:
 
* [[მიტროპოლიტი დავით წერეთელი|დავით წერეთელი]] ([[1845]]-[[1853]] წწ.);