მალაქია II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''მალაქია II''' (დ. [[1577]] —გ. [[1639]])— დასავლეთ [[საქართველო]]ს [[კათოლიკოს-პატრიარქი]] 1616-1639 წლებში, გურიის მთავრის [[გიორგი II გურიელი]]ს ძე. [[1625]]-[[1639]] წლებში იყო აგრეთვე გურიის მთავარი. გურიის მთავრის ტახტზე დასვა [[ლევან II დადიანი|ლევან II დადიანმა]], რომელმაც დაამარცხა მამის მკვლელი [[სიმონ II გურიელი]].
 
XVII საუკუნის დასაწყისში იყო [[ჯუმათის საეპისკოპოსო|ჯუმათის ეპისკოპოსი]]. 1612 წელს მიიღო [[ცაიშის საეპისკოპოსო|ცაიშის ეპისკოპოსობა]]. ცაიშელ-ჯუმათელი მალაქია გახდა დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. მალაქიას კათალიკოსად აღსაყრდების თარიღის შესახებ ლიტერატურაში სხვადასხვა აზრია გამოთქმული: 1605, 1616 და 1619 წელი. ვახუშტი ბატონიშვილისა და ბერი ეგნატაშვილის ცნობით მალაქია დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი იყო კახეთში [[შაჰ-აბასი]]ს პირველი ლაშქრობის დროს (1613-14). 1619-22 წლებში მალაქიმა [[ხონის საეპისკოპოსო|ხონის ეპისკოპოსობა]] მიიღო. 1658 წელს რამდენიმე თვით შემოქმედისა და ჯუმათის ეპისკოპოსის ტახტებზე დაჯდა.
 
მალაქიამ სახელი გაითქვა როგორც უნარიანმა სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწემ: მოაწესრიგა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საქმეები, ააგო და შეამკო მრავალი ეკლესია-მონასტერი, მან მოახატინა ცაიშის ტაძარი, ააშენა ჯეგეთას ეკლესია. მისი ინიციატივით შედგა [[აფხაზეთის საკათალიკოზო გლეხების დიდი დავთარი|აფხაზეთის საკათალიკოსო გლეხების დიდი დავთარი]]. მოაწესრიგა საკათალიკოსოს სამეურნეო საქმე, გაზარდა სასახლეების, ყმებისა და მამულების რიცხვი. [[არქანჯელო ლამბერტი]]ს ცნობით სიმდიდრითა და გავლენით აღემატებოდა მთავრებს. ეხმარებოდა ირანის წინააღმდეგ მებრძოლ ქართლისა და კახეთის მეფეებს, აგრეთვე [[სააკაძე, გიორგი|გიორგი სააკაძეს]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მალაქია_II“-დან