ლუი IX: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link FA|hu}} using AWB
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:El Greco - Saint Louis roi de France et un page 02.jpg|thumb|ლუი IX წმინდა]]
'''ლუი IX წმინდა''' ({{lang-fr|Louis IX}}; დ. [[25 აპრილი]],[[1214]] გ. [[25 აგვისტო]], [[1270]]) — [[საფრანგეთის მეფეების სია|საფრანგეთის მეფე]] [[1226]]-[[1270]] წლებში. [[კაპეტინგები]]ს დინასტიის წარმომადგენელი. [[ლუი VIII|ლუი VIII-სა]] ([[1187]]-[[1226]]) და [[ბლანკა კასტილიელი]]ს შვილი.
 
დედამისის ბლანკა კასტილიელის რეგენტობის (1226-1236 წწ.1226–1236) დროს ჩააქრეს დიდკაცობის ჯანყი, წარმატებით დასრულდა [[ალბიგოელები]]ს წინააღმდეგ ლაშქრობა. [[1248]] წლის აგვისტოში ლუი IX-მ წამოიწყო [[მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა]]. [[1250]] წელს მეფე დამარცხდა [[ელ-მანსურის ბრძოლა]]ში და ტყვედ ჩაუვარდა [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] სულთანს. [[1250]] წლის აპრილში დიდი გამოსასყიდით დაიხსნა თავი ტყვეობიდან. გაამაგრა [[ჯვაროსნები|ჯვაროსანთა]] ხელში მყოფი ქალაქები [[სირია]]ში და გამოისყიდა დიდძალი ქრისტიანი ტყვე. [[1259]] წლის [[პარიზის ზავი (1259)|პარიზის ზავით]] [[ინგლისი|ინგლისს]] გიენი დაუტოვა. ინგლისის მეფემ საფრანგეთის ვასალად სცნო თავი და უარი განაცხადა [[პლანტაგენეტები|პლანტაგენეტთა]] დანარჩენ ფრანგულ სამფლობელოებზე.
 
გაატარა მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეფორმები. შეკვეცა სენიორთა სასამართლო უფლებები, [[პარიზი|პარიზში]] შექმნა უზენაესი სასამართლო პალატა (მოგვიანებით ეწოდა პარლამენტი) და უმაღლესი ფინანსური ორგანო - საანგარიშო პალატა. [[1258]] წელს აკრძალა სასამართლო დუელი, სამეფო დომენში - ფეოდალური „კერძო ომები“; დანარჩენ მიწა-წყალზე შემოიღო „მეფის ორმოცი დღე“, რომლის განმავლობაში მოდავეებს შეეძლოთ სამეფო სასამართლოში საქმის გასაჩივრება. სისხლის სამართლის საქმეები, ე. წ. „მეფის შემთხვევები“, დაექვემდებარა მხოლოდ სამეფო სასამართლოს. [[1263]] და [[1265]] წლების ორდონანსებით სავალდებულო გახდა სამეფო მონეტის მიღება მთელს სამეფოში. [[1270]] წლის 1 აგვისტოს ლუი IX-მ წამოიწყო [[მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა]] (ტუნისზე), რომლის დროსაც დაიღუპა შავი ჭირით. [[1297]] წელს პაპმა [[ბონიფაციუს VIII|ბონიფაციუს VIII-მ]] ლუი IX წმინდანად გამოაცხადა.
 
== შვილები ==
* ბლანკა ([[1240]]-[[1243]])
* იზაბელა ([[1241]]-[[1271]]) გაყვა თეობალდ V შამპანელს
* ლუი ([[1244]]-[[1260]])
* [[ფილიპ III (საფრანგეთი)|ფილიპ III]] ([[1245]]-[[1285]])
* ჟან დაიბადა და მოკვდა ([[1248]])
* ჟან-ტრისტანი ([[1250]]-[[1270]])
* პიერი ([[1251]]-[[1284]])
* ბლანკა ([[1252]]-[[1323]]) გაყვა ფერდინანდ დე ლა სერდას
* მარგარიტა ([[1254]]-[[1271]]) გაყვა იოანე I [[ბრაბანტი]]ს ჰერცოგს
* რობერ კლერმონელი ([[1256]]-[[1317]]) [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი IV-ს]] წინაპარი, [[ბურბონი (დინასტია)|ბურბონების]] გვარის ფუძემდებელი.
* [[აგნესა ფრანგი]] ([[1260]]-[[1327]]) გაყვა რობერ II ბურგუნდიის ჰერცოგს.
 
==ლიტერატურა==
ხაზი 25:
 
[[კატეგორია:საფრანგეთის მეფეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 25 აპრილი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1214]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 25 აგვისტო]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1270]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუი_IX“-დან