ქართული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 5.178.157.117 ცვლილებების გაუქმება (№3435889)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 48:
 
[[ჰეროდოტე]], მაგალითად, ამბობდა, ორივე ხალხის ცხოვრების წესები და ენა ერთნაირიაო. ბერძენი ისტორიკოსის ეს შეხედულება უნდა გავიგოთ, როგორც შედეგი მისი საერთო - ეგვიპტოფილური კონცეფციისა. რაკი კოლხები ითვლებიან დღევანდელი ქართველების წინაპრად, ამიტომ ქართული ენა, როგორც გაგრძელება ძველი კოლხური ენისა, დაკავშირებული იყო ეგვიპტურთან. ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ბაიერი ძველ ქართულ შრიფტს ადარებდა ეგვიპტურ დამწერლობას და მათ შორის საერთო მოხაზულობასაც პოულობდა. თუმცა, გერმანელ ფილოსოფოს [[ლაიბნიცი]]სთვის ეს მსგავსება ეჭვს იწვევდა.<ref name="შძ" />
 
ქართულ ენას უკავშირებდნენ მკვდარ ენებს (ხურიტული, ხეთური, შუმერული). იყო მცდელობა ქართული ენის ინდოევროპულ და ურალურ-ალთაურ (თურქულ) ენებთან დაკავშირებისა. მიმდევრები ჰყავს ბასკური და ქართული ენების მონათესავეობას. ივანე ჯავახიშვილმა და არნოლდ ჩიქობავამ საფუძველი ჩაუყარეს იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის თეორიას, რომლის მიხედვით ქართული ენა ამ ოჯახის ქართველურ (იბერიულ) ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ XXI საუკუნის ლიტერატურაში ქართულ ენას კავკასიურ ენათა ჯგუფთან აღარ აერთიანებენ. ბევრი მეცნიერისთვის ქართული ცალკე ენაა. ქართულ ენათა ჯგუფში ქართულთან ერთად შეჰყავთ სვანური და ზანური (მეგრულ-ჭანური).
 
===ქართული ენის განვითარების საფეხურები===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართული_ენა“-დან