ნენსი რეიგანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 78:
შემდეგში ნენსიმ თავისი ჰოლივუდური მიზნები უკანა პლანზე გადაიტანა: [[1949]] წლის [[Metro-Goldwyn-Mayer]]-ის სარეკლამო მასალებში ნენსი აღნიშნავდა, რომ მისი ყველაზე დიდი ამბიცია წარმატებული, ბედნიერი ქორწინება იყო. წლების შემდეგ, [[1975]] ნენსიმ აღნიშნა: „მე არასდროს ვყოფილვარ კარიერულ მიზნებზე გადამკვდარი ქალი, მაგრამ თავდაპირველად ასეთად ვიქეცი, რადგანაც ვერ ვიპოვე ისეთი ქმარი, როგორის ცოლობაც მსურდა. მე არ შემეძლო უქმად ჯდომა და გარშემომყოფთა ყურება, ამიტომაც გავხდი მსახიობი.“<ref name="cannon-gov" /> რონალდ რეიგანის ბიოგრაფი, ლუ ქენონი მას ახასიათებდა, როგორც „საიმედო“ და „მტკიცე“ მსახიობს, რომელიც სხვა, უფრო ცნობილ მსახიობებთან ერთად თამაშისას ყოველთვის ინარჩუნებდა მისთვის დამახასიათებელ ორიგინალურობას.<ref name="cannon-gov" /> უკანაკნელი ფილმის, „[[ავარიული დაშვება (1958 წლის ფილმი)|ავარიული დაშვება]]“, შემდეგ სანამ მსახიობობას თავს დაანებებდა, დეივისი რამდენიმე სატელევიზიო შოუში გამოჩნდა, მათ შორის: ანთოლოგიური ტელესერიალის, [[დიკ პაუელის ზეინ გრეის თეატრი]], ერთ-ერთ ეპიზოდში — „გრძელი ჩრდილი“ (1961), სადაც მან (ემი ლაუსონი) კვლავ რონალდ რეიგანთან (მაიორი უილ სინკლერი) ერთად ითამაშა. ასევე გამოჩნდა სატელევიზიო სერიალებში — [[მაღალი კაცი (სატელევიზიო სერიალი)|მაღალი კაცი]] („წარსულის ჩრდილი“, 1961), 87-ე უბანი („მეფის გამოსყიდვა“, 1961) და [[ფურგონთა მატარებელი]] („სემ დარლენდის ამბავი“, 1962).<ref name="The Films of Nancy Reagan">{{cite web |url= http://www.reaganfoundation.org/reagan/nancy/films.asp |title= Nancy Reagan > Her Films |accessdate=9 აპრილი, 2018|publisher= Ronald Reagan Foundation|archiveurl = https://web.archive.org/web/20070812232914/http://www.reaganfoundation.org/reagan/nancy/films.asp |archivedate = 12 აგვისტო, 2007|deadurl=yes}}</ref>
 
კარიერის განმავლობაში დეივისი [[კინომსახიობთა გილდია|კინომსახიობთა გილდიის]] რეჟისორებთან დაახლოებით 10 წელი თანამშრომლობდა.<ref>{{cite web |url=http://www.sag.org/ronald-reagan|title= Screen Actors Guild Presidents |accessdate=9 აპრილი, 2018 |publisher= Screen Actors Guild}}</ref> წლების შემდეგ [[ალბერტ ბრუკსი|ალბერტ ბრუკსმა]] სცადა, ნენსი დაეყოლიებინა და [[1996]] წლის ფილმში — „[[დედა (1996 წლის ფილმი)|დედა]]“ — თავისი დედის როლი შესთავაზა. <ref name="peo012797" /> ნენსიმ განაცხადა, რომ ქმარზე უნდა ეზრუნა და სამსახიობო სფეროში დაბრუნებაზე უარი განაცხადა, ამიტომაც ეს როლი [[დები რეინოლდსი|დები რეინოლდსმა]] მოირგო.<ref name="peo012797">{{cite news|url=http://www.albertbrooks.com/1997/01/to-the-top/ |title=To The Top |author=Lambert, Pat |magazine=[[People (American magazine)|People]] |date= 27 იავარი, 1997 |accessdate=9 აპრილი, 2018 |deadurl=yes |archiveurl=https://web.archive.org/web/20120707005647/http://www.albertbrooks.com/1997/01/to-the-top/ |archivedate=July 7 ივლისი, 2012 }}</ref>
 
==ქორწინება და ოჯახი==
ხაზი 135:
[[File:Reagans with Jackie Kennedy.jpg|thumb|upright|პირველი ლედი ნენსი რეიგანი და ყოფილი პირველი ლედი [[ჟაკლინ კენედი ონასისი]] პრეზიდენტთან ერთად, 1985. ]]
 
ახალი ფაიფური, თეთრი სახლის განახლება, ძვირი ჩაცმულობა და უელსის პრინცისა და პრინცესის, [[პრინცი ჩარლზი|ჩარლზისა]] და [[პრინცესა დაიანა|დაიანას]] ქორწილზე დასწრება — ამ ყველაფერმა ეკონომიკური დაღმასვლის დროს ნენსის ირგვლივ ისეთი აურა შექმნა, თითქოს ის ამერიკელი ხალხისაგან ძალიან დაშორებული და მიუწვდომელი იყო.<ref>{{cite news |url= https://www.washingtonpost.com/wp-srv/inatl/longterm/diana/background/wedding1.htm|title=Britain Celebrates, Charles Takes a Bride|accessdate=9 აპრილი, 2018 |work= The Washington Post|date=July 30 ივლისი, 1981|author=Downie, Leonard Jr.}}</ref> მსგავსი რეპუტაცია უფრო მეტად ვაშინგტონიდან წამოვიდა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ასკვნიდა, რომ ნენსი სუსტი და უსუსური ქალი იყო,<ref name="time-2016">{{cite news | title=Remembering Nancy Reagan: The End of a White House Love Story | magazine=Time | date=6 მარტი,, 2016 | first=Nancy | last=Gibbs | url=http://time.com/4248899/nancy-reagan-death-obituary/}}{{subscription required}}</ref> ბრწყინვალებისადმი მისი გემოვნების გამო კი მას დამამცირებელი დატვირთვის მქონე მეტსახელი, „დედოფალი ნენსი“ შეარქვეს.<ref name="First Lady Nancy Reagan" /> სიდიადისა და ბრყინვალებისადმი მიდრეკილების გამო ჟაკლინ კენედიც შეეჩეხა პრესის კრიტიკას, მაგრამ რეიგანის შემთხვევაში, პრესა პირველ ქალბატონს უფრო ხშირად და უფრო უარყოფითად ხატავდა.<ref name="burns-148" /> კრიტიკისაგან თავის დასაღწევად ნენსიმ უსახლკაროს კოსტუმი ჩაიცვა და 1982 წელს, [[გრიდირონის კლუბი|გრიდირონის კლუბის სადილზე]] სიმღერა „Second-Hand Clothes“ შეასრულა, თან მიმიკით სიმღერას „Second-Hand Rose“ ბაძავდა.<ref name="Husband's Past will shape Nancy Reagan's future">{{cite news |url= https://www.usatoday.com/life/people/2004-06-13-nancy-reagan_x.htm|title= Husband's Past will shape Nancy Reagan |accessdate=9 აპრილი, 2018 |work= USA Today|date=13 ივნისი, 2004|author=Page, Susan}}</ref> პაროდიამ გაჭრა და ნენსის რეპუტაციის აღდგენაში დაეხმარა.<ref>{{cite news|url=http://articles.latimes.com/2007/aug/19/local/me-deaver19?pg=4|page=5|title=Michael K. Deaver: 1938–2007&nbsp;– Image guru set the stage for Reagan|work=Los Angeles Times|accessdate=9 აპრილი, 2018|date= 19 აგვისტო, 2007|author1=Neuman, Johanna |author2=David Willman |lastauthoramp=yes }}</ref>
 
ნენსი კრიტიკის კიდევ ერთ ტალღას შეეჩეხა 1989 წელს ავტობიოგრაფიის, ''[[My Turn (მემუარი)|My Turn]]'' გამოქვეყნების შემდეგ. მან [[დემოკრატიული ნაციონალური კომიტეტი]]ს თავმჯდომარესთან, [[რობერტ სტრაუსი|რობერტ სტრაუსთან]] ერთად ლანჩი აღწერა. როდესაც სტრაუსმა მას უთხრა: „ნენსი, როდესაც ქალაქში პირველად ჩამოხვედი, საერთოდ არ მომეწონე. მაგრამ მას შემდეგ, რაც გაგიცანი, შენ შესახებ წარმოდგენა შემეცვალა“, რეიგანმა მიუგო — „ბობ, პრესაში გამოქვეყნებული სტატიების წაკითხვის შემდეგ ჩემი თავი თვითონაც არ მომეწონა!“<ref>Reagan, Nancy (1989), p. 56.</ref>
ხაზი 207:
[[1997]] წლის აპრილში ნენსი რეიგანი პრეზიდენტ [[ბილ კლინტონი|ბილ კლინტონსა]], ყოფილ პრეზიდენტებს: ფორდსა და ბუშს შეურთდა და ხელი მოაწერა აშშ-ის საშინაო საკითხების გადაწყვეტაში მოქალაქეების თანამონაწილეობის ადვოკატირების ვალდებულების დეკლარაციას.<ref>{{cite news|url=https://www.nytimes.com/1997/04/29/us/presidents-call-for-big-citizenship-not-big-government.html?mtrref=topics.nytimes.com|title=Presidents Call for Big Citizenship, Not Big Government|first=James|last=Bennet|date=29 აპრილი, 1997|newspaper=The New York Times}}</ref>
 
[[2002]] წლის [[9 ივლისი|9 ივლისს]] პრეზიდენტმა [[ჯორჯ უოლკერ ბუში|ჯორჯ უოლკერ ბუშმა]] ნენსი რეიგანი [[პრეზიდენტის თავისუფლების მედალი|პრეზიდენტის თავისუფლების მედლით]], ქვეყნის უმაღლესი სამოქალაქო წოდებით დააჯილდოვა.<ref name="President Bush Honors Recipients of the Presidential Medal of Freedom Award">{{cite press release |url= https://georgewbush-whitehouse.archives.gov/news/releases/2002/07/20020709-8.html |title= President Bush Honors Recipients of the Presidential Medal of Freedom Award | date=July 9 ივლისი, 2002 |accessdate=9 აპრილი, 2018|publisher= The White House}}</ref> პრეზიდენტმა რაიგანმა ეს მედალი [[1993]] წლის იანვარში მიიღო. 2002 წლის 16 მაისს, [[კაპიტოლიუმი (ვაშინგტონი)|აშშ-ის კაპიტოლიუმის]] შენობაში ცოლ-ქმარი რეიგანები ერთად დააჯილდოვეს [[კონგრესის ოქროს მედალი|კონგრესის ოქროს მედლით]]. ისინი მესამე პრეზიდენტი და პირველი ლედი იყვნენ, რომლებმაც ეს საპატიო ჯილდო დაიმსახურეს.<ref name="Congressional Gold Medal History">{{cite web |url= http://clerk.house.gov/art_history/house_history/goldMedal.html |title= Congressional Gold Medal History |accessdate=9 აპრილი, 2018 |publisher= United States House of Representatives}}</ref>
 
===პრეზიდენტ რეიგანის დაკრძალვა===
ხაზი 236:
 
[[File:Nancy Reagan with Michelle Obama cropped.jpg|thumb|left|200px|ნენსი რეიგანi პირველ ლედთან, [[მიშელ ობამა]]სთან, 3 ივნისი, 2009]]
2009 წლის მარტში ყოფილმა პირველმა ლედმა პრეზიდენტ [[ბარაკ ობამა]]ს ემბრიონული ღეროვანი უჯრედების კვლევისათვის ფედერალური ფონდებიდან დაფინანსების გაუქმების გადაწყვეტილების გადასინჯვა სთხოვა.<ref>{{cite news | url=http://www.politico.com/news/stories/0309/19787.html | title=Nancy Reagan praises Obama | first=Craig | last=Gordon | publisher=The Politico | date=9 მარტი,, 2009 | accessdate=9 აპრილი, 2018}}</ref> 2009 წლის ივნისში ის ვაშინგტონში გაემგზავრა, რათა [[აშშ-ის კაპიტოლიუმის როტონდა|კაპიტოლუმის როტონდაში]] მისი ქმრის ძეგლის გახსნის ცერემონიას დასწრებოდა.<ref>{{cite news|url=http://www.latimes.com/news/nationworld/nation/la-na-reagan-statue4-2009jun04,0,2615911.story|title=Reagan returns to Washington, D.C., in bronze|accessdate=9 აპრილი, 2018|date=4 ივნისი, 2009|work=Los Angeles Times|author=Simon, Richard}}</ref> ნენსი პრეზიდენტ ობამას გვერდით იმყოფებოდა, როდესაც მან რონალდ რეიგანის საკომისიო აქტს მოაწერა ხელი, ასევე, პირადად ისადილა პირველ ლედთან, [[მიშელ ობამა]]სთან ერთად.<ref>{{cite news|url=http://thecaucus.blogs.nytimes.com/2009/06/02/nancy-reagan-and-obama-kiss-and-make-up/?hp|title=Nancy Reagan and Obama Kiss and Make Up|accessdate=9 აპრილი, 2018|date=2 ივნისი, 2009|author=Cooper, Helene|work=The New York Times}}</ref> რეიგანისა და მიშელ ობამას სატელეფონო საუბრის დეტალები გამოქვეყნდა ჟურნალში - ''„Vanity Fair“'' - რომელშიც პირველი ლედი ყოფილ პირველ ლედს თეთრ სახლში ცხოვრებისა და გართობის შესაებ რჩევებს ეკითხებოდა.<ref>{{cite news|url=http://www.vanityfair.com/online/daily/2009/06/nancy-reagan-speaks-out-about-obamas-the-bushes-and-her-husband.html |title=Nancy Reagan Speaks Out About Obamas, the Bushes, and Her Husband |accessdate=9 აპრილი, 2018|date=1 ივნისი, 2009 |work=Vanity Fair |deadurl=yes |archiveurl=https://web.archive.org/web/20090603055749/http://www.vanityfair.com/online/daily/2009/06/nancy-reagan-speaks-out-about-obamas-the-bushes-and-her-husband.html |archivedate=3 ივნისი, 2009 }}</ref> 2009 წლის აგვისტოში სენატორ [[ტედ კენედი]]ს გარდაცვალების შემდეგ ნენსიმ განაცხადა: „საშინლად დანაღვლიანებული ვარ... მართალია, პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულებები გვქონდა და ზოგჯერ ძალიან უკვირთ, მაგრამ რონი და მე კენედის ოჯახთან ძალიან ახლოს ვიყავით... მე ის მომენატრება.“<ref>{{cite press release|url=http://thepage.time.com/nancy-reagan-statement-on-ted-kennedys-death/|title=Nancy Reagan Statement on Ted Kennedy's Death|date= 26 აგვისტო, 2009|accessdate=9 აპრილი, 2018|work=[[Time (magazine)|Time]]}}</ref> 2011 წლის 12 ივლისს რანჩო მირეიჯში (კალიფორნია) ნენსი [[ბეტი ფორდი]]ს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.<ref>{{cite news| date =14 July 14ივლისი, 2011 | title= After Funeral Service, Betty Ford Buried Next to Husband| publisher= [[MSNBC]] | url=http://www.msnbc.msn.com/id/43755302/ns/politics-more_politics/| accessdate =9 აპრილი, 2018}}</ref>
 
[[2011]] წლის 7 სექტემბერს რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ნენსიმ რესპუბლიკელთა სინასაპრეზიდენტო დებატებს უმასპინძლა.<ref name=endorse>{{cite news|title=Nancy Reagan endorses Romney's bid for president|url=http://usatoday30.usatoday.com/news/politics/story/2012-05-31/nancy-reagan-mitt-romney/55319818/1|newspaper=[[USA Today]] |agency=[[Associated Press]]|date=31 მაისი, 2012|accessdate=9 აპრილი, 2018}}</ref><ref>{{cite news|title=GOP debate at the Ronald Reagan presidential library|url=https://www.washingtonpost.com/politics/gop-debate-at-the-ronald-reagan-presidential-library/2011/09/07/gIQAmBJQAK_gallery.html#photo=1|newspaper=[[The Washington Post]]|date=7 სექტემბერი, 2011|accessdate=9 აპრილი, 2018}}</ref> 2012 წლის მარტში ნენსი კიდევ ერთხელ დაეცა.<ref name=fall /> მან რამდენიმე ნეკნის მოტეხილობას გაუძლო, მაგრამ ორი თვის შემდეგ, 2012 წლის მაისში რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში [[პოლ რაიანი]]ს სიტყვის მოსმენა ვერ შეძლო. ნენსის სპიკერმა განაცხადა: „მისის რეიგანი ნელა გამოჯანმრთელდება, მან გრაფიკში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაინიშნა, მაგრამ დღეს ექიმებმა ურჩიეს, რომ სახლიდან მოშორებით ფართო ღონიძიებებს ჯერ-ჯერობით არ დაესწროს.“<ref name=fall>{{cite news|title=Nancy Reagan still recovering from fall|url=http://www.cnn.com/2012/05/23/politics/nancy-reagan-fall/|publisher=CNN|date=23 მაისი, 2012|accessdate=9 აპრილი, 2018}}</ref> [[2012]] წლის 31 მაისს ნენსიმ რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატს, [[მიტ რომნი]]ს დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ მის ქმარს რომნის ბიზნეს ფონი და როგორც თვითონ ეძახდა, „ძლიერი პრინციპები“ მოეწონებოდა.<ref name=endorse /> [[2013]] წლის აპრილში, [[მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალება და დაკრძალვა|მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალებასთან]] დაკავშირებით ნენსიმ განაცხადა: „მსოფლიომ თავისუფლებისა და დემოკრატიის ნამდვილი გამარჯვებული დაკარგა... რონი და მე მას როგორც ძვირფას და საიმედო მეგობარს, ისე ვიცნობდით... მე ის მომენატრება.“<ref>{{cite news|title=Nancy Reagan: 'Ronnie and Margaret were political soul mates'|url=http://politicalticker.blogs.cnn.com/2013/04/08/nancy-reagan-ronnie-and-margaret-were-political-soul-mates/|publisher=CNN|date=8 აპრილი, 2013|accessdate=9 აპრილი, 2018}}</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნენსი_რეიგანი“-დან