ალიკანტე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 21:
მიუხედავად იმისა, რომ კართაგენელებმა ალიკანტეს მიმდებარე მიწების უმეტესი ნაწილი დაიპყრეს, ტარაკონიის ისპანიაზე კონტროლი თანდათან რომაელებმა აიღეს და 700 წლის განმავლობაშიც მართავდნენ. ახ. წ. V საუკუნისათვის, რომი დასუსტდა და ალიკანტეს წინაპარი რომაული ქალაქი, [[ლუკენტუმი]] მეტნაკლებად გადავიდა [[ვესტგუთები]]ს მხედართმთავარ [[ტეოდემირი]]ს, შესაბამისად ვესტგუთების მმართველობის ქვეშ, რაც ახ. წ. 400-700 წლებში გაგრძელდა. [[გუთები|გუთებს]] დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ VIII საუკუნეში შემოჭრილი არაბი დამპყრობლებისათვის. [[მავრები]] სამხრეთ და აღმოსავლეთ ესპანეთს XIII საუკუნის [[რეკონკისტა]]მდე მართავდნენ. 1247 წელს ალიკანტე აიღო [[კასტილიის სამეფო|კასტილიის]] მეფე [[ალფონსო X]]-მ, მაგრამ იგი მალევა გარდაიცვალა და 1296 წელს, ქალაქი ვალენსიის მეფე [[ხაიმე II (არაგონი)|ხაიმე II არაგონელის]] ხელში გადავიდა. დასახლებას მან სამეფო სოფლის (Vila Reial) სტატუსი უბოძა, რომელსაც საკუთარი წარმომადგენელიც ჰყავდა შუა საუკუნეების ვალანსიურ პარლამენტში.
 
[[ფაილი:Tossal-plantagral.jpg|მინი|250პქ|მარცხნივ|ტოსალ-დე-მანისესის არქეოლოგიური ძეგლი. ანტიკური იბერიულ-[[კართაგენი|კართაგენულ]]-[[ძველი რომი|რომაული]] ქალაქი „აკრა-ლეუკე“, იგივე ლუკენტუმი]]
[[ფაილი:Vista de Alicante, España, 2014-07-04, DD 77.JPG|მინი|250პქ|ალიკანტეს ნავსადგური]]
[[ფაილი:Luceros3.jpg|მინი|250პქ|ლუსეროსის მოედანი]]
 
[[ფაილი:Alacant, gravat d'Alfred Guesdon (1808-1876), ca. 1832.jpg|მინი|მარცხნივ|ალიკანტე 1832 წელს. ალფრედ გესდონის გრავიურა]]
ათწლეულების განმავლობაში, ნამდვილ ბრძოლის ველად იყო ქცეული [[კასტილიის სამეფო|კასტილიისა]] და არაგონის სამეფოებს შორის. ამის შემდეგ, ქალაქი მნიშვნელოვანი ხმელთშუაზღვიური სავაჭრო სადგური ხდება, საიდანაც ექსპორტზე გადიოდა ბრინჯი, ღვინო, ზეითუნის ზეთი, ფორთოხალი და მატყლი. 1609-1614 წლებში, მეფე [[ფილიპე III (ესპანეთი)|ფილიპე III]]-მ გააძევა [[რეკონკისტა]]ს შემდეგ ვალენსიაში დარჩენილი ათასობით [[მორისკო]], ანუ [[ქრისტიანობა]]ზე მოქცეული [[მუსლიმი]], რადგან ისინი თანამშრომლებდნენ ბერბერ მეკობრეებთან, რომლებიც გამუდმებით თავს ესხმოდნენ სანაპირო ქალაქებს და დიდ ზიანს აყენებდნენ ვაჭრობას. მაგრამ ეს ქმედება რეგიონს ძვირად დაუჯდა; წავიდა ძალიან ბევრი ნიჭიერი გლეხი და მუშახელი, რის გამოც, ფეოდალი დიდებულები გაკოტრების პირას მივიდნენ. XVIII საუკუნის დასაწყისში ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდა; ესპანური მემკვიდრეობისათვის ომის შემდეგ, ალიკანტეში ხანგრძლივმა, ნელმა უკუსვლამ დაისადგურა. XVIII-XIX საუკუნეებში ქალაქი გადაარჩინა მეწაღეობამ, ფორთოხლისა და ნუშის მოყვანამ და მეთევზეობამ. XIX საუკუნის მიწურულს დაიწყო ადგილობრივი ეკონომიკის უეცარი აღორძინება; გაიზარდა საერთაშორისო ვაჭრობა და ქალაქის ნავსადგურის დატვირთვა, საიდანაც ექსპორტზე გადიოდა სხვადასხვა პროდუქტი (განაკუთრებით I მსოფლიო ომის დროს, რომელშიც ესპანეთს ნეიტრალიტეტი ეჭირა).
 
[[ფაილი:Alacant, gravat d'Alfred Guesdon (1808-1876), ca. 1832.jpg|მინი|მარცხნივ250პქ|ალიკანტე 1832 წელს. ალფრედ გესდონის გრავიურა]]
 
XX საუკუნის დასაწყისში, ალიკანტე მცირე დედაქალაქი იყო, რომელიც დიდ სარგებელს ნახულობდა I მსოფლიო ომში ესპანეთის ნეიტრალიტეტით, რამაც ახალი შესაძლებლობები გაუხსნა ადგილობრივ მრეწველობასა და სოფლის მეურნეობას. 1920-იან წლებში, მრავალი ალიკანტელი ჩართული იყო [[რიფის ომი|რიფის ომში]], ხანგრძლივ და სისხლიან კამპანიაში, რომელიც ესპანეთის ყოფილ პროტექტორატში (ჩრდილოეთ მაროკო — [[სეუტა]] და [[მელილია]]) მიმდინარეობდა რიფის რეგიონში მცხოვრები აჯანყებულების წინააღმდეგ. 1920-იანი წლების მიწურულს წარმოქმნილმა პოლიტიკურმა არეულობამ განაპირობა რესპუბლიკელ კანდიდატთა გამარჯვება ადგილობრივ საბჭოების არჩევნებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რასაც მეფე [[ალფონსო XIII]]-ის ტახტიდან გადადგომა მოჰყვა. 1931 წლის 14 აპრილს ქალაქში დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს [[ესპანეთის მეორე რესპუბლიკა|ესპანეთის მეორე რესპუბლიკის]] გამოცხადება. 1936 წლის 17 ივლისს დაიწყო [[ესპანეთის სამოქალაქო ომი]]. ალიკანტე 1939 წლის 1 აპრილს გენერალ ფრანკოს ჯარის მიერ დამხობილი რესპუბლიკური მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი უკანასკნელი ქალაქი იყო. სწორედ მისი პორტიდან დატოვეს ქვეყანა რესპუბლიკური მთავრობის უკანასკნელმა წევრებმა. სამწლიანი სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, ალიკანტე არაერთხელ დაიბომბა; მათ შორის ყველაზე სასტიკი იყო 1938 წლის 25 მაისს იტალიის სამეფო საჰაერო ძალების (''Aviazione Legionaria'') მიერ აბასტოსის ბაზრობის დაბომბვა, რასაც 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალიკანტე“-დან