ალიკანტე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 101:
 
== მოსახლეობა ==
2014 წლის მონაცემებით, ალიკანტეს მოსახლეობა 332,067 ადამიანს შეადგენდა, ალიკანტე-ელჩეს მეტროპოლიური არეალის კი 757,085 კაცს. მოსახლეობის დაახლოებით 15% უცხოელია, მათი უმეტესობა ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩამოსული იმიგრანტია არგენტინიდან, ეკვადორიდან, გაერთიანებული სამეფოდან და კოლუმბიიდან. გარდა ამისა, ასევე არიან იმიგრანტები გერმანიიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, ალჟირიდან, მაროკოდან, უკრაინიდან და იტალიიდან. ერვოკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შემოსულ იმიგრანტთა დიდი ნაწილი ქალაქში არალეგალურად იმყოფება და შესაბამისად, ეს ხალხი არაა შესული არც ერთ ოფიციალურ აღწერაში. შესაბამისად, უცხოელების რეალური ოდენობა გაცილებით მაღალია. ამას ემატება ისიც, რომ ალიკანტეს მეტროპოლიურ ზონაში ცხოვრობს მრავალი პენსიონერი ჩრდილოეთ ევროპიდან ისე, რომ ოფიციალურად მაინც ითვლებიან თავიანთ სამშობლოს მოქალაქეებად. იგივე შეიძლება ითქვას ესპანეთის მოქალაქეთა საკმაოდ დიდ რიცხვზე, რომლებიც ალიკანტეს მუდმივი მცხოვრებლები არიან, მაგრამ ოფიციალურად ჩაწერილნი არიან მადრიდში, ბასკეთში თუ ქვეყნის სხვა რეგიონებში.
 
{| class="wikitable" border="1" style="width:35%; float:left;"
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალიკანტე“-დან