ალიკანტე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 47:
==კლიმატი==
ალიკანტე გამოირჩევა რბილი ზამთრითა და ცხელი, ოდნავ წვიმიანი ზაფხულით. იოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით, ალიკანტეს რეგიონის კლიმატი ცხელი ნახევრად-არიდულია. საშუალოდ, იანვარში ტემპერატურა 17 °C — 6,7 °C-ს შორის მერყეობს, აგვისტოში კი 30,8 °C — 21,5 °C-ს შორის. საშუალო წლიური მაჩვენებელი 18,3 °C-ია. ზღვის სტაბილური გავლენის გამო, ტემპერატურის ცვალებადობა დღის მანძილზე ძალიან მცირეა, თუმცა, დასავლეთის უცაბედ ქარს შეუძლია ტემპრერატურა 15 °C-ით შეცვალოს. გარდა ამისა, შედარებით მცირეა ტემპერატურის სეზონური სხვაობაც.
 
ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 277 მილიმეტრია. ყველაზე უხვნალექიანი თვეები სექტემბერი და ოქტომბერია. იშვაითად, შეიძლება მოვიდეს საკმაოდ უხვი ნალექი და მაჩვენებელმა 24 საათში მიაღწიოს 100 მილიმეტრს, რასაც თან ახლავს სასტიკი დატბორვა. საერთო ჯამში, ალიკანტეში წელიწადში მხოლოდ 35 წვიმიანი დღე ფიქსირდება, მზის ნათების მთლიანი ოდენობა კი წელიწადში 2 953 საათია.
 
== მოსახლეობა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალიკანტე“-დან