ალიკანტე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 33:
==ეკონომიკა==
2007-2008 წლების გლობალურ ეკონომიკურ კრიზისამდე, ალიკანტე ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქი იყო. ეკონომიკური ბუმი ერთი მხრივ დამოკიდებული იყო ტურიზმზე, რომლის ძირითადი კერაც კოსტა-ბლანკას პლაჟები იყო, მეორე მხრივ კი საცხოვრებელი ზონის მშენებლობის ბუმზე. ამ ზონის განაშენიანება 1960-იან წლებში დაიწყო და 1990-იანი წლებიდან გაგრელდა. ქალაქის ეკონომიკაში ასევე მნიშნელოვან როლს თამაშობს მომსახურების სფერო და საჯარო ადმინისტრაცია. მშენებლობის ბუმმა მრავალი ეკოლოგიური საფრთხე წარმოშვა; შესაბამისად, როგორც ქალაქის, ისე ავტონომიური მთავრიობა ევროკავშირის მკაცრი კონტროლის ქვეშა. მშენებლობის ტალღა ცხარე დებატების საგანი გახდა პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს შორის. ბოლო ყველაზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა ნავსადგურის ხელმძღვანელობის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს სამრწეველო პარკის შემქნას პირდაპირ სანაპირო ზოლის გასწვრივ, რაც არღვევს როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ და ევროკავშირის რეგულაციებს.
 
ალიკანტეში მდებარეობს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის შტაბ-ბინა. ქალაქის ჩრდილოეთ საზღვართან, სან-ვისენტე-დელ-რესპეიგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ალიკანტეს უნივერსიტეტი, რომელშიც 27 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
 
2005 წლის შემდეგ, ალიკანტეში ფუნქციონირებს ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ფილმების სტუდია სიუდად-დე-ლა-ლუსი. ამ სტუდიაში გადაღებულია როგორც ესპანური, ისე საერთაშორისო ფილმები, მათ შორის ''[[ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე (ფილმი)|ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე]]'' და ''მანოლეტე''.
 
== მოსახლეობა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალიკანტე“-დან