მიხეილ შარვაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 40:
[[1830]] წელს აფხაზეთში დაიწყო მოძრაობა თურქეთის ქვეშევრდომობაში გადასასვლელად. მიხეილ შარვაშიძემ შეძლო თავიდან აეცილებინა მოვლენათა ამგვარი განვითარება და დაელოდა რუსული ჯარის მოსვლას, რომელმაც საბოლოოდ ჩაახშო ეს მოძრაობა. 1836 წელს დაქორწინდა მესამედ, ცოლად მოიყვანა ალექსანდრა გიორგის ასული დადიანი. 1838 წელს მინიჭებული ჰქონდა პოლკოვნიკის ჩინი. მონაწილეობდა რუსეთსა და უბიხებს შორის მოლაპარაკებებში როგორც შუამავალი. წარმოადგენდა რუსეთის დასაყრდენ ძალას შავიზღვისპირა რეგიონში. რუსებთან ერთად იბრძოდა მთიელთა ([[უბიხები]]ს) დასამორჩილებლად, რისთვისაც ის არაერთხელ იქნა დაწინაურებული, მიიღო გენერლის წოდება. მუდმივად ექიშპებოდა [[სამურზაყანო]]ს გამო [[ოდიშის სამთავრო]]ს, სადაც 1840 წელს დამყარდა რუსული მმართველობა.
 
1853-55 წლებში, [[ყირიმის ომი]]ს დროს დაეხმარა რუსებს აფხაზეთიდან სამეგრელოში ჯარების უდანაკარგოდ გადაყვანაში. თავად კი თავისი ცოლის ნათესავებს შეაფარა თავი, მაგრამ შემდეგ კვლავ დაუბრუნდა თავის სამფლობელოს. აფხაზეთში ჩასულს შეხვედრა ჰქონდა შამილის ნაიბ მაგომეტ ამინისა და ჩერქეზი თავად საფარბეისთან. მათი მიზანი იყო გადაებირებინათ მიხეილ შერვაშიძე, რაზეც უარი მიიღეს. ასევე უარით გაისტუმრა სტამბოლის მთავრობაში კავკასიის საქმეთა მმართველი ომერ[[ომარ-ფაშა]]. ასევე მას სტუმრობდა არაერთი ავანტიურისტი მათ შორის ვინმე მეხმედბეი, რომელიც თავს „კავკასიაში ევროპული არმიის მათავარსარდლად“ მოიხსენიებდა.
 
ყირიმის ომის დროს მან საბოლოოდ მაინც გამოუცხადა ლოიალობა ოსმალეთს და ომერომარ ფაშამ 1855 წელს მას აფხაზეთის სანაპიროს ფაშობა უბოძა. ეს ფაქტი მას გაუხსენეს [[1864]] წელს, როდესაც ომის დროს თურქეთთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი. იმავე წლის [[24 ივლისი|24 ივლისს]] მეფისნაცვალმა ოფიციალურად აუწყა მიხეილ შარვაშიძეს იმპერატორის ბრძანება აფხაზეთის მთავრის მოვალეობისაგან მისი განთავისუფლებისა და აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღების შესახებ..<ref>საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 416, აღწ. 3, საქმე 177, ფურც. 48</ref><ref>[http://lib.kbsu.ru/Elib/books/3/8/mahagirstvo.pdf Г.А. Дзидзария - Махаджирство и проблемы истории Абхазии XIX столетия, Сухуми, "Алашара", 1982, ст. 250-252]</ref> აფხაზეთის მთავარი, რომელიც მაშინ ავადმყოფობდა და ითხოვდა საცხოვრებლად საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში დატოვებას,
მაგრამ ის [[ვორონეჟი|ვორონეჟში]], [[რუსეთი|რუსეთში]] გადაასახლეს , რაც ძალიან უარყოფითად იქნა აღქმული აფხაზი ხალხის მიერ. მიხეილ შარვაშიძე [[1866]] წ. [[16 აპრილი|16 აპრილს]] გარდაიცვალა. მაისის თვეში მისი ნეშტი ჩამოასვენეს და [[მოქვის ეკლესია|მოქვის ტაძარში]] დაკრძალეს.<ref>«Кавказ», 1866, № 68</ref>