გიმნაზია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''გიმნაზია''' ({{lang-pl|gimnazjum}}, {{lang-de|Gymnasium}} — სა­ტანვარჯიშო მოედანი; მომდინარეობს {{lang-la| gymnasium}} და {{lang-grc|γυμνάζω}}, შემდეგ – სახელმწიფო სასწავლო­აღმზრ­ დელობითი დაწესებულება ძვ. საბერძნეთსა და ელინისტურ აღ­მოსავლეთში) — საშუალო ზოგად­ საგანმანათლებლო სასწავლებე­ ლი, ჩვეულებრივ, მკვეთრად გა­მოხატული ჰუმანიტარულ­ფილო­ ლოგიური განხრით.
 
პირველი გიმნაზია 1526 წელს ბავარიის ქ. ნიურნბერგში დააარსა ცნობილმა თეოლოგმა და პედაგოგმა ფილიპე მელანხტონმა. 1528 წელს გიმნაზია გაიხსნა საქ­სონიაში, ხოლო 1538 წელს — ქ. სტრას­ ბურგში. XVI–XVIII საუკუნეებში. გიმნაზიები აღმოცენდა გერმანიის მრავალ ქა­ლაქში, ასევე რუსეთშიც (პეტერ­ ბურგში – 1725 წელს, მოსკოვში – 1755 წელს); XIX საკუნე­ში ავსტრია­უნგრეთში, ბულგარეთში, ჰოლანდიაში, სა­ბერძნეთში, დანიაში, სერბეთსა და შვეიცარიის გერმ. კანტონებ­ში. გიმნაზია ეწოდებოდა ვაჟებისათვის განკუთვნილ საშ. სკოლებს. XIX ს. შუა ხანებიდან ევროპის სხვა­ დასხვა ქვეყანაში დაარსდა რეა­ლური სასწავლებლები, სადაც დაინერგა ბუნებისმეტყველებისა და მათემატიკის გაძლიერებული სწავლება. შეიქმნა საშ. სასწავლო დაწესებულებების ახალი, გარ­დამავალი ტიპი – რეალური გ., სადაც ბერძნ. ენა აღარ ისწავლე­ ბოდა. XIX–XX სს. მიჯნაზე კლა­სიკურ გ­ებში ნაკლები ყურადღება ეთმობოდა ძვ. ენების სწავლებას, მაგრამ გ­ის ეს ტიპი მაინც რჩე­ბოდა ძირითად საშ. სასწავლო დაწესებულებად ევროპაში.