სკანდის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 28:
[[XVII საუკუნე]]ში სკანდეს ციხე კვლავ ინარჩუნებს იმერეთის ერთ-ერთი საიმედო საყრდენის სახელს. [[ალექსანდრე III (იმერეთის მეფე)|ალექსანდრე III-ის]] მეფობა (1639-1660) იმერეთის დასუსტების ხანაა. [[სამეგრელო]]ს მთავარი [[ლევან II დადიანი|ლევან დადიანი]] მრავალგზის არბევს და ძარცვავს იმერეთს. [[1646]] წლის ლაშქრობის დროს მან გადაწვა სკანდე.
 
ალექსანდრესალექსანდრემ დროს1650 წელს სკანდე საზაფხულო აგარაკად და სამეფო სახლის რეზიდენციად გადაიქცააქცია. ამ დროს სკანდე, როგორც რუსი ელჩები [[ალექსი იევლევი]] და [[ნიკიფორე ტოლჩანოვი]] აღნიშნავენ, ერთ-ერთ კეთილმოწყობილ ციხესიმაგრედ ითვლებოდა.<ref>ტოლჩანოვის იმერეთსი ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა, 1650-1652, გამომცემლობა "მეცნიერება", თბ. 1970 წ. გვ., 121</ref>
 
კახეთის მეფე [[თეიმურაზ I]] (1606-1648) ვერ ურიგდებოდა მაჰმადიანი [[როსტომი (ქართლის მეფე)|როსტომ ხანის]] (1633-1658) ბატონობას ქართლში, [[1648]] წელს მასთან ბრძოლაში თეიმურაზი დამარცხდა. ამიერიდან თეიმურაზმა დატოვა აღმოსავლეთ საქართველო და დარჩენილი ცხოვრების უმეტესი ნაწილი სკანდეს ციხეში გაატარა.
ხაზი 34:
[[XVIII საუკუნე]]ში სკანდეს ციხესიმაგრეს კვლავ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმერეთის მეფეებისათვის, როგორც [[ვახუშტი ბაგრატიონი]] წერდა, ამ პერიოდში კვლავაა მეფის სასახლე: {{ციტატა|არს მთის კალთას, სკანდას, სასახლე მეფეთა და ციხე დიდი, დიდშენი.<ref>ვახუშტი ბაგრატიონი, "აღწერა სამეფოისა საქართველოისა", თსუ-ს გამომცემლობა, თბ., 1941 წ. გვ. 154</ref>}}
 
ციხის მნიშვნელობა იზრდება [[სოლომონ I|სოლომონ I-ის]] (1752-1784) მეფობის პერიოდში. იგი აქტიურად შეუდგა ციხესიმაგრეების რესტავრაცია-შეკეთებას, გაიზარდა სკანდეს ციხის სტრატეგიული როლი ქვეყვნის დაცვის საქმეში. სოლომონ მეფემ [[1765]] წელს ტახტი დაკარგა, მაგრამ 3 წლის შემდეგ სკანდეს ციხესთან გამართულ ბრძოლაში გამარჯვებით მოახერხა მისი დაბრუნება. მეფე სკანდეს ციხეში ხშირად ხვდებოდა უცხოელ დიპლომატებს.

1770-იან წლებში [[იოჰან გიულდენშტედტი]] ციხეს უკვე მიტოვებულად იხსენიებს.<ref>გიულდენშტედტის მოგზაურობა I გვ. 169</ref> უკვე იმერეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ სკანდეს ციხემ თავისი მნიშვნელობა დაკარგა. ის დაცარიელდა და მიტოვებულ იქნა. დღესდღეობით ციხის ნანგრევებიღაა შემორჩენილი.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სკანდის_ციხე“-დან