ნენსი რეიგანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 51:
'''ნენსი დეივის რეიგანი''' ({{lang-en|Nancy Davis Reagan}}; დაბადებისას: ''ენ ფრენსის რობინსი'' ({{lang-en|Anne Frances Robbins}}); დ. [[6 ივლისი]], [[1921]] — გ. [[6 მარტი]], [[2016]]) — [[ამერიკელი]] [[მსახიობი]] ქალი და [[ამერიკის შეერთებული შტატები]]ს [[აშშ-ის პრეზიდენტი|მე-40 პრეზიდენტის]], [[რონალდ რეიგანი]]ს მეუღლე. [[აშშ-ის პირველი ლედი|ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი]] [[1981]]-[[1989]] წლებში.
 
დაიბადა [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]]. მშობლების განქორწინების შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში დეიდასთან და ბიძასთან ერთად [[მერილენდი|მერილენდში]] ცხოვრობდა. [[1929]] წელს დედის ხელმეორედ დაქორწინების შემდეგ, ნენსი [[ჩიკაგო|ჩიკაგოში]] გადავიდა და მოგვიანებით მამინაცვლისაგან სახელი დეივისი მიიღო. 1940-50-იან წლებში ნენსი დეივისი [[ჰოლივუდი|ჰოლივუდის]] მსახიობი იყო. მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორიცაა: [[შემდეგი ხმა შენ გესმის...]], [[ღამე დილისკენ]] და [[დონოვანის ტვინი (ფილმი)|დონოვანის ტვინი]]. [[1952]] წელს ნენსი დეივისი იმ დროისთვის [[კინომსახიობთა გილდია|კინომსახიობთა გილდიის]] პრეზიდენტ რონალდ რეიგანზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი შეეძინათ. [[1967]]-[[1975|75]] წლებში მისი ქმარი [[კალიფორნიის გუბერნატორი|კალიფორნიის გუბერნატორად]] მსახურობდა, შესაბამისად, ნენსი კალიფორნიის პირველი ლედი იყო.
 
[[ამერიკის შეერთებული შტატების 1980 წლის არჩევნები|1980 წლის არჩევნებში]] ქმრის აბსოლუტური უპირატესობით გამარჯვების შემდეგ,[[1981]] წლის იანვარში ნენსი რეიგანი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი გახდა. თავდაპირველად [[თეთრი სახლის ფაიფური]]ს (რომელიც კერძო შემოწირულობებიდან ფინანსდებოდა) შეცვლის გამო, მას ფართოდ აკრიტიკებდნენ. მოგვიანებით, პირველმა ლედიმ [[ჯონ კენედი|კენედური]] მომხიბვლელობის აღდგენა გადაწყვიტა და მისმა მაღალი დონის მოდამ უფრო დიდი ყურადღება მიიპყრო. მან მხარი დაუჭირა [[რეკრეაციული ნარკოტიკების მოხმარება|რეკრეაციული ნარკოტიკების მოხმარების]] პრევენციას, როდესაც მან [[Just Say No|<nowiki>''Just Say No''</nowiki>]] კამპანია წამოიწყო, რომელიც მისი, როგორც პირველი ლედის, ერთ-ერთ უმთავრეს ინიციატივად მიიჩნევა. [[რონალდ რეიგანის მკვლელობის მცდელობა|რონალდ რეიგანის მკვლელობის მცდელობის შემდეგ]], კიდევ უფრო მეტი მითქმა-მოთქმა გამოიწვია [[1988]] წლის განცხადებამ, რის მიხედვითა პრეზიდენტის გრაფიკის დაგეგმვისთვის პირველი ლედი [[ასტროლოგია|ასტროლოგებთან]] კონსულტაციებზე დადიოდა. ზოგადად, ნენსი რეიგანს ქმარზე დიდი გავლენა ჰქონდა და ნაწილ დიპლომატიურ თუ სხვა სახის გადაწყვეტილებათა მიღებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნენსი_რეიგანი“-დან