დიდი ბორბალო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
| საიტი =
}}
'''დიდი ბორბალო''' — მთა [[საქართველო]]ში, [[მცხეთა-მთიანეთის მხარე]]შე, [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტში]]. მდებარეობს [[თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი|თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე]]. სიმაღლე 3294 მ. აგებულია ზედა ლიასის თიხაფიქლებითა და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით. ჩრდილოეთი კალთა ციცაბო და ქარაფოვანია, სხვა კალთები — დამრეცი. განსაკუთრებით დამრეცია სამხრეთი კალთა, რომელიც თანდათანობით უერთდება [[ქართლის ქედი|ქართლის ქედს]]. დიდ ბორბალოს მცირედ შეეხო მეოთხეული გამყინვარება, რელიეფის მყინვარული ფორმები — ცირკები და კარები — მხოლოდ აქა-იქაა შემორჩენილი. კალთების ძირას ბევრგან ქვაყრილებია.

დიდი ბორბალო საკვანძო მასივია, მის კალთებზე რადიალურად ეშვება მდინარეების [[ანდაქი]]ს (ჩრდილოეთით), [[ფშავის არაგვი]]ს (ჩრდილოეთით და სამხრეთით) და ალაზნის (აღმოსავლეთით) ზემოთები. მთა შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით, რომელთა ქვეშ მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგია, სუბალპურ ზონაში, ბალახოვანი მცენარეულობის გარდა, გვხვდება ბუჩქნარიც — [[დეკა (მცენარე)|კავკასიური დეკა]] და [[ღვია]] (უკანასკნელი უფრო სამხრეთ კალთაზე).

დიდი ბორბალოს დასავლეთ კალთაზე გადის საცალფეხო გზა, რომელიც ანდაქის უღელტეხილით აკავშირებს [[უკანაფშავი|უკანაფშავსა]] (ფშავის არაგვის აუზი) და [[პირიქითა ხევსურეთი|პირიქითა ხევსურეთს]] (მდ. ანდაქის აუზი).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდი_ბორბალო“-დან