ალიკანტე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 25:
XX საუკუნის დასაწყისში, ალიკანტე მცირე დედაქალაქი იყო, რომელიც დიდ სარგებელს ნახულობდა I მსოფლიო ომში ესპანეთის ნეიტრალიტეტით, რამაც ახალი შესაძლებლობები გაუხსნა ადგილობრივ მრეწველობასა და სოფლის მეურნეობას. 1920-იან წლებში, მრავალი ალიკანტელი ჩართული იყო [[რიფის ომი|რიფის ომში]], ხანგრძლივ და სისხლიან კამპანიაში, რომელიც ესპანეთის ყოფილ პროტექტორატში (ჩრდილოეთ მაროკო — [[სეუტა]] და [[მელილია]]) მიმდინარეობდა რიფის რეგიონში მცხოვრები აჯანყებულების წინააღმდეგ. 1920-იანი წლების მიწურულს წარმოქმნილმა პოლიტიკურმა არეულობამ განაპირობა რესპუბლიკელ კანდიდატთა გამარჯვება ადგილობრივ საბჭოების არჩევნებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რასაც მეფე [[ალფონსო XIII]]-ის ტახტიდან გადადგომა მოჰყვა. 1931 წლის 14 აპრილს ქალაქში დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს [[ესპანეთის მეორე რესპუბლიკა|ესპანეთის მეორე რესპუბლიკის]] გამოცხადება. 1936 წლის 17 ივლისს დაიწყო [[ესპანეთის სამოქალაქო ომი]]. ალიკანტე 1939 წლის 1 აპრილს გენერალ ფრანკოს ჯარის მიერ დამხობილი რესპუბლიკური მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი უკანასკნელი ქალაქი იყო. სწორედ მისი პორტიდან დატოვეს ქვეყანა რესპუბლიკური მთავრობის უკანასკნელმა წევრებმა. სამწლიანი სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, ალიკანტე არაერთხელ დაიბომბა; მათ შორის ყველაზე სასტიკი იყო 1938 წლის 25 მაისს იტალიის სამეფო საჰაერო ძალების (''Aviazione Legionaria'') მიერ აბასტოსის ბაზრობის დაბომბვა, რასაც 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
 
1950-იანი წლების ბოლოსა და 1960-იანი წლების დასაწყისში ქალაქის გარდაქმნა ტურიზმის ინდუსტრიამ დაიწყო. ელ-ბარკოს კოშკისა და სან-ხუანის პლაჟის სიახლოვეს წამოიჭიმა დიდი შენობები და კომპლექსები. ტურისტების მოზიდვას ხელს უწყობდა კარგი კლიმატი. მშენებლობებმა დიდი სარგებელი მოუტანა ეკონომიკას; ტურიზმის სექტროის განვითარებამ წარმოშვა სხვა ახალი ბიზნესებიც, მაგალითად სარესტორნო საქმიანობა, ბარები და ტურისტებზე ორიენტირებული სხვა დაწესებულებები. გარდა ამისა, დაიხურა რაბასას ძველი აეროდრომი და საჰაერო ტრაფიკმა ახალ ადგილას, ელ-ალტეტის აეროპორტში (ალიკანტე-ელჩეს აეროპორტი) გადაინაცვლა, რომელიც გაცილებით ხელსაყრელი და თანამედროვე იყო ჩარტერული ფრენებისთვის, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნიდან მომავალი ტურისტებისათვის.
 
== მოსახლეობა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალიკანტე“-დან