ალიკანტე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 23:
ათწლეულების განმავლობაში, ნამდვილ ბრძოლის ველად იყო ქცეული [[კასტილიის სამეფო|კასტილიისა]] და არაგონის სამეფოებს შორის. ამის შემდეგ, ქალაქი მნიშვნელოვანი ხმელთშუაზღვიური სავაჭრო სადგური ხდება, საიდანაც ექსპორტზე გადიოდა ბრინჯი, ღვინო, ზეითუნის ზეთი, ფორთოხალი და მატყლი. 1609-1614 წლებში, მეფე [[ფილიპე III (ესპანეთი)|ფილიპე III]]-მ გააძევა [[რეკონკისტა]]ს შემდეგ ვალენსიაში დარჩენილი ათასობით [[მორისკო]], ანუ [[ქრისტიანობა]]ზე მოქცეული [[მუსლიმი]], რადგან ისინი თანამშრომლებდნენ ბერბერ მეკობრეებთან, რომლებიც გამუდმებით თავს ესხმოდნენ სანაპირო ქალაქებს და დიდ ზიანს აყენებდნენ ვაჭრობას. მაგრამ ეს ქმედება რეგიონს ძვირად დაუჯდა; წავიდა ძალიან ბევრი ნიჭიერი გლეხი და მუშახელი, რის გამოც, ფეოდალი დიდებულები გაკოტრების პირას მივიდნენ. XVIII საუკუნის დასაწყისში ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდა; ესპანური მემკვიდრეობისათვის ომის შემდეგ, ალიკანტეში ხანგრძლივმა, ნელმა უკუსვლამ დაისადგურა. XVIII-XIX საუკუნეებში ქალაქი გადაარჩინა მეწაღეობამ, ფორთოხლისა და ნუშის მოყვანამ და მეთევზეობამ. XIX საუკუნის მიწურულს დაიწყო ადგილობრივი ეკონომიკის უეცარი აღორძინება; გაიზარდა საერთაშორისო ვაჭრობა და ქალაქის ნავსადგურის დატვირთვა, საიდანაც ექსპორტზე გადიოდა სხვადასხვა პროდუქტი (განაკუთრებით I მსოფლიო ომის დროს, რომელშიც ესპანეთს ნეიტრალიტეტი ეჭირა).
 
XX საუკუნის დასაწყისში, ალიკანტე მცირე დედაქალაქი იყო, რომელიც დიდ სარგებელს ნახულობდა I მსოფლიო ომში ესპანეთის ნეიტრალიტეტით, რამაც ახალი შესაძლებლობები გაუხსნა ადგილობრივ მრეწველობასა და სოფლის მეურნეობას. 1920-იან წლებში, მრავალი ალიკანტელი ჩართული იყო [[რიფის ომი|რიფის ომში]], ხანგრძლივ და სისხლიან კამპანიაში, რომელიც ესპანეთის ყოფილ პროტექტორატში (ჩრდილოეთ მაროკო — [[სეუტა]] და [[მელილია]]) მიმდინარეობდა რიფის რეგიონში მცხოვრები აჯანყებულების წინააღმდეგ. 1920-იანი წლების მიწურულს წარმოქმნილმა პოლიტიკურმა არეულობამ განაპირობა რესპუბლიკელ კანდიდატთა გამარჯვება ადგილობრივ საბჭოების არჩევნებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რასაც მეფე [[ალფონსო XIII]]-ის ტახტიდან გადადგომა მოჰყვა. 1931 წლის 14 აპრილს ქალაქში დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს [[ესპანეთის მეორე რესპუბლიკა|ესპანეთის მეორე რესპუბლიკის]] გამოცხადება. 1936 წლის 17 ივლისს დაიწყო [[ესპანეთის სამოქალაქო ომი]]. ალიკანტე 1939 წლის 1 აპრილს გენერალ ფრანკოს ჯარის მიერ დამხობილი რესპუბლიკური მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი უკანასკნელი ქალაქი იყო. სწორედ მისი პორტიდან დატოვეს ქვეყანა რესპუბლიკური მთავრობის უკანასკნელმა წევრებმა. სამწლიანი სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, ალიკანტე არაერთხელ დაიბომბა; მათ შორის ყველაზე სასტიკი იყო 1938 წლის 25 მაისს იტალიის სამეფო საჰაერო ძალების (''Aviazione Legionaria'') მიერ აბასტოსის ბაზრობის დაბომბვა, რასაც 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
 
== მოსახლეობა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალიკანტე“-დან