მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ბრიუგემ ქალაქის სახელწოდება 1128 წლის 27 ივლისს მიიღო და ამ პერიოდში აქ ახალი არხები და გალავანი აშენდა. დაახლოებით 1050 წლისათვის, ქალაქმა ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი დაკარგა, რადგან ეს სანაპირო ზოლი ნელ-ნელა შლამით დაიფარა. თუმცა 1134 წელს მომხდარმა შტორმისა და ცვინზე გაკეთებული არხის წყალობით ბრიუგემ ეს გასასვლელი აღიდგინა. ახალი საზღვაო ზოლი ქალაქ [[დამი|დამზე]] გადაიჭიმა.
 
საზღვაო ვაჭრობამ ბრიუგეში ფეხი მალევე მოიკიდა. ინგლისში ნორმანების გამარჯვების შემდეგ ამ ქვეყანასთან კავჭირი იმდენად მჭიდრო იყო, რომ ბრიუგელმა ვაჭრებმა ლონდონის ჰანზა დააარსეს. შუა საუკუნეებში ქალაქი ძალიან მდიდარი იყო, რაზეც მიუთითებს ამ პერიოდის არქიტექტურა. მე-16 საუკუნისათვის ბრიუგე მთელი ჩრდილოეთ ევროპის სავაჭრო ცენტრი იყო. ითვლება, რომ სწორედ აქ დააარსდადაარსდა 1406 წელს პირველი ბირჟა.
 
1708, 1745 და 1794 წლებში ბრიუგე სამჯერ მოექცა ფრანგთა მფლობელობის ქვეშ. სანამ ბელგია საფრანგეთს ეკუთვნოდა, ბრიუგე ლისის დეპარტამენტის მთავარი ქალაქი იყო. 1814 წელს ის ნიდერლანდების მფლობელობაში გადავიდა, ხოლო 1830 წელს - ბელგიის. პირველი მსოფლიო ომის დროს ქალაქი ძლიერ დაბომბვებს განიცდიდა.