დავით კლდიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3:
 
== ბიოგრაფია ==
დავით კლდიაშვილი დაიბადა იმერეთის გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. [[ხომული |ხომულში]] (ახლანდ. [[წყალტუბოს მუნიციპალიტეტი]]) გაატარა. დედამისი კესარია ღოღობერიძე იყო ხომულელი შეძლებული აზნაურის ნიკო ღოღობერიძის ერთადერთი ქალიშვილი. მამა სამსონ კლდიაშვილი იყო აქციზის სამმართველოს მოხელე. იგი 70 წლის ასაკში დაქვრივდა და მეორე ცოლი შეირთო.

7 წლის კლდიაშვილი [[ქუთაისი|ქუთაისში]] რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს [[რუსული ენა | რუსული ენის]] შესასწავლად. ამის შემდეგ მამამ პატარა დავითი გიმნაზიაში შესასვლელად მოსამზადებლად სამრევლო სკოლაში მიიყვანა. ხელმოკლე სამსონ კლდიაშვილმა გადაწყვიტა 9 წლის დავითი გაეგზავნა სამხედრო სასწავლებელში. [[1872]] წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა [[კიევის სამხედრო გიმნაზიაშიგიმნაზია]]ში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ([[1880]]) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა ([[1882]]). ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გააწესეს [[ბათუმი|ბათუმში]]. დავით კლდიაშვილმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ბათუმში გაატარა (1882-1908 წ.წ.). [[1905]]-[[1907]] რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო ვიცე-პოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.
 
[[1905]] წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. [[1915]] მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ [[1917]] წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული.