თამარ მეფე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Lasha-george-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Abandoner-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 66:
{{ციტატა|კაცნო, ვითარ ღირს არს შეუტყობელი ეს ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე, არცა მჴედრობისა, არცა ბუნებისა, და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადონ ყოველთა სიკიეთე, განა სიდრკუე მისი.<ref>ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, ქართლის ცხოვრება II, გვ.120.</ref>}}
 
მიუხედვადმიუხედავად ამისა, ეს ქორწინება მაინც შედგა. თამარის ორივე ისტორიკოსი ერთხმად აღიარებს, რომ იური უფლისწულს ცუდი ზნე აღმოაჩნდა – მას მემთვრალეობაში, მამათმავლობასა და ზოოფილიაში სდებდნენ ბრალს <ref>Жизнь царицы цариц Тамар, стр.31</ref><ref>ისტორიანი და აზმანი შარავანდეთთანი, ქართლის ცხოვრება, II, გვ.140</ref><ref>ამ თემას ეხება ი.ცინცაძე, ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან(X-XVI) გვ.127.</ref>. თამარმა აღნიშნულის შესახებ დარბაზს მოახსენა, რომელმაც იური ანდრეის ძის საქართველოდან ექსორიაქმნის (გაძევების) შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. „წარიყვანეს ექსორია-ქმნად, გარნა აურაცხელითა ლარითა, სიმდიდრითა და საჭურჭლითა“<ref>ისტორიანი და აზმანი შარავანდეთთანი, ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბ., 1959, გვ.41.</ref>. [[საქართველო]]დან განდევნილმა [[იური ბოგოლიუბსკი]]მ თავი [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლს]] შეაფარა. წყაროთა ცნობით, ეს ფაქტი ქორწინებიდან ორი-ორნახევარი წლის შემდეგ მომხდარა.<ref>ისტორიანი და აზმანი შარავანდეთთანი: „ორი წლამდის გინა უმეტეს იყოს განსაცდელისა უცხოსა თმენასა შინა“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ.141)</ref><ref>ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი: „ორისა და ნახევარსა წელთა, ვითარ გურდემლი, მოითმენდა მჴნე თამარ უკეთურებით რუსისათა.“</ref>
 
იური დარბაზის გადაწყვეტილებას არ შეეგუა და [[1191]] წელს აჯანყება დაიწყო. იგი თავისი მხარდამჭერი რაზმით [[საქართველო]]ში [[ერზურუმი (ქალაქი)|ერზრუმი]]ს გზით შემოვიდა. აჯანყებას ბევრმა დიდებულმა დაუჭირა მხარი, მათგან აღსანიშნავია: [[გუზანი]] – [[კლარჯეთი]]სა და [[შავშეთი]]ს მმართველი, [[ბოცო ჯაყელი|ბოცო]] – [[სამცხე|სამცხის]] სპასალარი და [[ვარდან დადიანი]] — მსახურთუხუცესი. აჯანყებულებმა იური გეგუთში გადაიყვანეს და იქ [[მეფე]]დ გამოაცხადეს. თამარ მეფე თავიდან ამ რთული ვითარების მოგვარებას მოლაპარაკების გზით ცდილობდა, ამ მიზნით მან აჯანყებულებს საგანგებო მოციქულები გაუგზავნა. შეთანხმებას მეამბოხეები არ დათანხმდნენ. თამარის ჯარმა აჯანყებულთა ნაწილი [[ჯავახეთი|ჯავახეთში]], [[თმოგვი|თმოგვსა]] და [[ერუშეთი|ერუშეთის]] შუა ნაწილში დაამარცხა<ref>ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი.</ref>. როდესაც [[ქართლი|ქართლში]] მყოფმა მეამბოხეებმა [[ჯავახეთი]]ს ჯგუფის დამარცხების ამბავი გაიგეს, უბრძოლველად გაიქცნენ {{სად}}. გამარჯვებულ სამეფო კარს ამბოხებულთა წინააღმდეგ დიდი სისასტიკე არ გამოუჩენია. იური ანდრეის ძე უვნებელი გაუშვეს, ის კვლავ კონსტანტინოპოლში წავიდა.<ref>ივ.ჯავახიშვილი, ქართული ერის ისტორია II, გვ.262</ref> რაც შეეხება სხვა ამბოხებულებს, არც ისინი დაუსჯიათ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა, თუმცა ყველა მათგანს თანამდებობები ჩამოართვეს <ref>ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია,</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თამარ_მეფე“-დან