წყარო ცოდნისა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 43:
"წყარო ცოდნისა" შუა საუკუნეებში ორჯერ ითარგმნა ქართულად: პირველად, [[ეფრემ მცირის]], ხოლო მეორედ –[[არსენ იყალთოელის]] მიერ. ეს ორჯერ თარგმნის ისტორია ძალზედ საყურადღებოა. ცნობილია რომ არსენ იყალთოელს მონაწილეობაც კი მიუღია ეფრემის თარგმანში.ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზოგნი ხელმეორედ თარგმნის ფაქტს მთარგმნელთა მსოფლმხედველობრივად განსხვავებული პოზიციებით ხსნიან,ნაწილთა შეხედულებით მიზეზები იმ გარემოებაშია, რომ მათ განსხვავებული რედაქციის ბერძნული დედნები ჰქონდათ ხელთ და რაც მთავარია, მიზეზი უნდა ვეძიოთ ეფრემისა და არსენის მთარგმნელობითი მეთოდების განსხვავებაში.
 
ძირითადი მიზეზი იმისა, რომ არსენ იყალთოელმა ეფრემ მცირესთან ადრინდელი თანამშრომლობის მიუხედვადმიუხედავად, ხელმეორედ თარგმნა ეს თხზულება, არის ის, რომ არსენ იყალთოელი სარგებლობდა ისეთი ბერძნული ნუსხით, რომელიც რედაქციულად განსხვავდებოდა ეფრემის ბერძნული დედნიდან.
 
მეორე, ასევე არსებითი მიზეზი, მდგომარეობს იმაში, რომ არსენ იყალთოელმა, როგორც ჩანს, დაინახა, რომ ეფრემის თარგმანი ბერძნულ ორიგინალთან სიახლოვის მხრივ, ასევე ტერმინოლოგიურად, საღვთისმეტყველო ტერმინების სიზუსტითა და სისტემურობით, ვერ იდგა იმ სიმაღლეზე, როგორითაც გამოირჩევა მისი, ეფრემის უფრო გვიანდელი თარგმანები. ამ ვითარების გამო არსენ იყალთოელმა აუცილებლად ჩათვალა ხელმეორედ ეთარგმნა "გარდამოცემა" და "დიალექტიკა".
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წყარო_ცოდნისა“-დან