ფშავლები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა ეთნიკური ჯგუფი
|ჯგუფი = ფშავლები
|სურათი =[[ფაილი:Ermakov. 13694 - Пшавы.jpg|300px]]
|წარწერა=ფშავლები
<table border=0 align="center">
<tr>
[[ფაილი:Georgische Familie.jpg|300px]]
</tr>
<tr>
<td><small>ფშავური სამოსი (ვაჟა-ფშაველა ოჯახითურთ)</small></td>
</tr>
</table>
|მოსახლეობა =
|რეგიონი1 = {{GEO}}
Line 23 ⟶ 16:
 
'''ფშავლები''' — [[ქართველები|ქართველ]] მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ [[დუშეთის რაიონი|დუშეთის რაიონში]], ფშავის [[არაგვი|არაგვის]] აუზში. მათი კომპაქტური დასახლებებია აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში: [[ერწო-თიანეთი]], [[კახეთი]]. ფშაური მოსახლეობა ასევე გაფანტულია მდინარე იორისა, ილტოსა და ალაზნის სათავეებში, მათი დიდი ნაწილი ცხოვრობს პანკისის ხეობაში. ფშავლები ცხოვრობენ აგრეთვე გომბორში და შირაქში. ისინი საუბრობენ [[ქართული ენა|ქართული ენის]] ფშაურ დიალექტზე. წარსულში ფშავლები გამოირჩეოდნენ კულტურისა და ყოფის ადგილობრივი თავისებურებებით. ისინი ცნობილნი იყვნენ შალეულის ნაწარმის დამზადებით, ხალხური ზეპირსიტყვიერების ბრწყინვალე ნიმუშებით და სხვა.
[[ფაილი:PshaviHistorical.jpg|thumb|250px|'''[[ფშავი]]'''.]]
[[ფაილი:Pshav by T. Horschelt, 1858-1863 (2).jpg|მარჯვნივ|მინიატიურა|<center>'''[[ფშაველი]]'''. ტეოდორ გორშელტის მიერ [[1896|1896 წელს]] [[სანკტ-პეტერბურგი|სანკტ-პეტერბურგში]] შესრულებული ნახატი.</center>]]
 
==საისტორიო წაყროები==
[[ვახუშტი ბატონიშვილი]] ფშავლებს ასე ახასიათებს:
{{ციტატა|ფიზიკურად ფშაველი ჯანსაღია. მოქმედებაში ის მარჯვეა და შრომის ამტანი. სიმაღლით ფშაველი შუა ტანისაა, თხელი და სწორი აგებულების. სახით კი შავგვრემანია და ლამაზი მოყვანილობისა. სახის იერით ფშაველი უფრო ბარის ქართველს წააგავს და ფიზიკურ სიმახინჯეს მათში იშვიათად შეხვდებით. ხასიათით ფშაველი თავაზიანია და ხათრიანი. საზოგადოებაში ფშაველი ქალი თუ კაცი თამამია და უადგილო მორცხვობა და პირის არიდება ფშავში სიმდაბლის ნიშანია. ფშაველი, ამასთანავე, ალერსიანია და არშიყი. ფშაველი გულჩათხრობილი არ არის, მას უყვარს მხიარულება, შაირობა და დროს ტარება. სტუმრის დახვედრა, მისი პატივისცემა და გართობა მათში მიღებულია. ქურდობა-ავაზაკობას ფშაველი არ ჩაიდენს და ეს სამარცხვინოდ მიაჩნია. ამასთანავე, ფშაველი შარიანი და მოჩხუბარიც არ არის და ამგვარ შემთხვევას ის შეგნებულად გაურბის. ფშაველი გონებამახვილია, ტკბილად მოუბარი, ენაწყლიანი და მოლექსე. მას ეხერხება ლექსის "კაფიად" თქმა და მოსწრებული სიტყვა-პასუხი. ფშავლებს მოსწონთ კარგი ენიანობა და თავაზიანობა და ასეთ პირსაც პატივსა სცემენ. ფშაველი ქალი თამამია, მარტო დადის, ლაპარაკის დროს გამბედავია და თამამი. ყოველ სიტყვაზე ის ატანს "ჩემს ძმას": "ვაჰმე, ჩემო ძმაო." ფშავლები ქართულად მეტყველებენ და მათ დღევანდელ თქმას უკვე არ ახასიათებს კილოკავი... ფშავლები სწავლა-განათლებას ეტანებიან. ამისათვის მათ ნიჭი და უნარიც შესწევთ...<ref>[[ვახუშტი ბატონიშვილი]], „საქართველოს გეოგრაფიული აღწერა“</ref>}}
 
==='''[[უკანაფშავი|უკანაფშავის]] თემის სოფლები და მასში მცხოვრებთა გვარები''':===
* '''[[შუაფხო]]''': (მთვარელაშვილი, ელიზბარაშვილი, ბადრიშვილი, ავთანდილაშვილი, ჯაბანიშვილი, შუშანაშვილი, ქოჩაშვილი, ჯიხვიშვილი);
* '''არახიჯა''': (ციგროშვილი);
* '''[[ახადი]]''': (ბეროშვილი, გოდერძაული, ბერიშვილი, ბობღიაშვილი, გორელაშვილი, ლომნიაშვილი, ხელაშვილი, ჭორაშვილი, ჭრელოშვილი);
* '''[[ბეტისჩრდილი]]''': (ხოშურაული, ბეკურიშვილი, ჩიტოშვილი);
* '''ბულალაურთა''': (ბულალაური, ბულალაშვილი);
* '''[[გოგოლაურთა]]''': (თურმანაული, სულხანიშვილი, ნადირაშვილი, ბაღიაური, მგელაშვილი, ბეყოშვილი, ბუდურაშვილი, ბუთხაშვილი, თანდილაშვილი, ყინწაშვილი, ხაჩიშვილი);
* '''ელიაგზა''': (ბობღიაშვილი, ჯველაური);
* '''ვანხევი''': (ხუცურაული, სოხურაშვილი);
* '''[[მათურა (დუშეთის მუნიციპალიტეტი)|მათურა]]''': (ხიბლაშვილი, წითელაური, ხუციშვილი, ზურაბიშვილი, თათარაშვილი, ქისტაური, ბაჩუაშვილი, გახუტელაშვილი, თადიაური, წოწკურაული);
* '''მისრიანთ კარი''': (მისრიაშვილი);
* '''[[მუქო]]''': (წვეროშვილი, მთიბელაშვილი);
* '''[[უძილაურთა]]''': (ჩორხაული, ლაშქარაშვილი, კოჭლიშვილი, თათარაშვილი, ლოსეურაშვილი, ქავთარაძე, ბაზიერაშვილი);
* '''[[უკანაფშავი]]''': (კარატიელი, წელაური, ცოკილაური, ამირანაშვილი, არჩემაშვილი);
* '''ქუთხი''': (მჭედლიშვილი, ხუციშვილი);
* '''[[ცაბაურთა]]''': (მჭედლური, გოგნელაშვილი, ჭყრუნიშვილი, გედეხაური, ჩიტოშვილი);
* '''წითელაურთა''': (ჩიაშვილი, ბაიდაური, გოგიაშვილი, ბუწვაშვილი, მოკვერაშვილი, ჩოფანაშვილი);
* '''ჭიდალი''': (მურღვაშვილი, კოჭლაშვილი, წელაური);
* '''[[ჭიჩო (დუშეთის მუნიციპალიტეტი)|ჭიჩო]]''': (ჩოლოგაური, ხიზანიშვილი, ბურდული);
* '''[[ხოშარა]]''': (გელუაშვილი, მამიაური, ხახაშვილი, მისრიაშვილი, ნაკვეთაური, ტეტიაშვილი).
 
==='''[[მაღაროსკარი|მაღაროსკარის]] თემის სოფლები და მასში მცხოვრებთა გვარები''':===
* '''[[არბაჩხანი]]''': (ბატარაშვილი, ბეწუკლიშვილი, ცქიფაშვილი);
* '''[[აფშო]]''': (ბუსურიშვილი, ვარდანაშვილი, მჭედლური, მაუბარაშვილი, დაქუზაშვილი, მაჩურიშვილი, ხუზაურაშვილი, ყბაილაშვილი);
* '''[[გომეწარი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)|გომეწარი]]''': (წიკლაური, თაგვაშვილი, ღურბელაშვილი, მუშტაშვილი, ხადიაიშვილი, ბექაური, ვაჩეიშვილი, ბუჟირიშვილი, ფარნაოზიშვილი, სულიაშვილი, ბეწუკლიშვილი, რაჯაშვილი, ბულალაშვილი);
* '''[[გუდარახი]]''': (მარტიაშვილი, გურასპაული, ზურაბაშვილი, ურჯუკიშვილი);
* '''[[ინო]]''': (მაღალიშვილი, მარწყვაშვილი, უძილაური, წვეროშვილი);
* '''[[კანატია]]'''
* '''[[კაწალხევი]]''': (ცაბაურაშვილი, ხორნაული, ზარიძე);
* '''[[ხილიანა]]''': (თანდილაშვილი, კაკაბლიშვილი, ტუნტურიშვილი, ჯანგირაშვილი, ნავროზაშვილი, ბაიაშვილი, ქისტაური, თურმანაული, გელიაშვილი, ღონიერაშვილი, თალაშვილი, წელაშვილი);
* '''[[კუჭეჭა]]''': (ხორანაული, ბუღნიაშვილი, ბერიძიაშვილი, ჩოხელაშვილი, ტეტიაშვილი, ტეტუნაშვილი);
* '''[[მაღაროსკარი]]''': (გელაშვილი, ბეყოშვილი, საფარაშვილი, ჯანაშვილი, უფროსაშვილი, მახაური, მგელაშვილი, მგელიაშვილი, მუშტაშვილი, ნარიმანაშვილი);
* '''[[მიგრიაულთა]]''': (მიგრიაული, ბუთხაშვილი, სულხანიშვილი, სესიაშვილი, მჭედლური, ბალიაშვილი, მამუკელაშვილი, მარტიაშვილი, მარცვალაშვილი, მაუბარაშვილი, მაჩურიშვილი, მაჩხოშვილი, მთიბელაშვილი, მოლოდინაშვილი, ნარიმანაშვილი);
* '''[[საშევარდნო]]'''
* '''[[ქალილო (დუშეთის მუნიციპალიტეტი)|ქალილო]]''': (ნაყეური, ფიცხელაური);
* '''ყოფჩა''': (მარაშვილი);
* '''[[შარახევი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)|შარახევი]]''': (ჭინჭარაული, ტეტიაშვილი, ტეტუნაშვილი, ბოძაშვილი, წიკლაური);
* '''[[ჩარგალი]]''': (ჟამიაშვილი, მოლოდინაშვილი, ბაჩიაშვილი, მარტიაშვილი, კობაიძე, რაზიკაშვილი, მარცვალაშვილი, ბუკუკიშვილი, ბალიაშვილი, ბეკურაული, ბუთხაშვილი, ბუსურიშვილი, თიბელაშვილი, ფადიურაშვილი, ბაიაშვილი, ვეშაგური, პირქუშაშვილი);
* '''[[წიფრანი]]'''
* '''[[ხომი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)|ხომი]]''': (ნავროზაშვილი, კაკაბლიშვილი, კაჭაროზაშვილი, კუწაშვილი, ხაჩიშვილი, კაცობაშვილი, იანვარაშვილი, გარაშვილი, წელაშვილი, თურმანაული).
 
==ფშაური სამოსელი==
[[ფაილი:Ermakov. 60 - Пшавки горныя жители Кавказа.jpg|მინიატიურა|ერთადერთი და ადრეული[[ფშაველები|ფშაველების]] [[ფოტოგრაფია|ფოტო]], [[დიმიტრი ერმაკოვი|დიმიტრი ერმაკოვის]] კოლექციაში, სადაც ჩანს ფშაველთა ჩაცმულობა[[კოლექცია|კოლექციიდან]].]]
თუში, ფშაველი და ხევსური ქალის სამოსელის კომპლექსებს ერთნაირი სისრულით არ მოუღწევიათ ჩვენამდის. XX საუკუნის დასაწყისში ხევსურთა უმეტესობა და თუშეთის უმცირესი ნაწილი კვლავ სარგებლობდა სამოსის ძველებური ტიპით, მაშინ როცა ფშაველებმა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში შეცვალეს იგი ახლით.
 
Line 41 ⟶ 77:
 
=====ჯუბა=====
ფშავში ძველ დროს არსებული ჯუბის მაგვარი სამოსელის კვალი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქსოვილების ფონდში დაცული ერთი კოლექციითა და ლიტერატურაში გაბნეული ცნობებით დასტურდება. [[1836]] წელს პეტერბურგში გამოცემული ამიერკავკასიის რუსულ სამფლობელოთა სტატისტიკურ, ეთნოგრაფიულ, ტოპოგრაფიულ და ფინანსურ ურთიერთობის თვალსაზრისით გაკეთებულ მიმოხილვის მეორე ნაწილში, დუშეტის მაზრაში მცხოვრები ხალხის ჩაცმულობასთან დაკავშირებით, საუბარია აგრეთვე ფშაველი ქალი ტანსაცმლის შესახებაც. კერძოდ, აღნიშნულია ფშაველი ქალის მიერ ლურჯი ფერის მაუდის, პერანგისებური სამოსის და მაუდისავე ჩოხის მოყვანილობის ზედა სამოსის მოხმარებაზე<ref>обозрение российских владений за Кавказом, в статистическом, этнографическом, топографическом и финансовом отношениях, часть II, Санктпетербург, 1836, გვ. 22</ref>. რაც ადგილზე მოქსოვილი შალისაგან დამზადებულ ჯუბასა და ასევე შალის შემოსაცმელ ფაფანაგს უნდა გულისხმობდეს. ფშავში ჯუბის ადრეულ გამოყენებაზე ვაჟა-ფშაველას ნაწერებიც მიუთითებენ. ვ. ფშაველა თავისი ერთ-ერთი გმირის ღვთისოს პირით ასე მსჯელობს: „...აბა „ვეფხისტყაოსანი“ წაიკითხეთ, თუ ის არა სთქვავ, დიდი საკვირველია, თუ ის ფშავლის დაწერილი არ არის, სწორედ ფშაური კილოა, სიტყვებიც „ძოღანაო“, როგორც ჩვენ ვიტყვით, „ასმათის ჯუბა“, როგორც ჩვენი დედაკაცები იმენ და სხვა რამდენი“<ref>ვაჟა-ფშაველა, ფშაველი, ძველი საქართელო, II, ტფილისი, 1913, გვ. 330</ref>. [[სერგი მაკალათია|სერგი მაკალათიას]] XX საუკუნის 30-იან წლებში ფშავში მუშაობის დროს ფშაველი ქალის შინ მოსახმარ ჩაცმულობის ფორმად დამოწმებული აქვს ჯუბის გამოყენების ფაქტები<ref>ს. მაკალათია, ფშავი, ტფილისი, 1934, გვ. 113</ref>.
 
ფშაური ჯუბა შინ ნაქსოვი ცალპირა ტოლისაგან იყო დამზადებული. სიგანედ სამი-ოთხი მტკაველი და ერთ სიგრძედ კი ექვსი-შვიდი მტკაველი ყოფილა საჭირო. თუშური ჯუბისა და ხევსურული სადიაცოსაგან განსხვავებით ფშაური ჯუბა გამოირჩეოდა სისადავითა და სივიწროვით — „ლულუტი“ იყო. ყდიდან ჩამოხსნილ შალს ორად შეკეცავდნენ, სასურველ სიგრძეს დააყენებდნენ და ისე დასჭრიდნენ, ე. ი. ორად მოკეცილი შალიდან ბეჭებში გადაუჭრელ ტანს ამოიღებდნენ. ჯუბა უსაყელო იყო, მხოლოდ კისრის გარშემო ღრმად ამოსჭრიდნენ, რომ ქალს თავზე ჯუბის გადაცმის საშუალება მისცემოდა. ყელთან შენაოჭებაც იცოდნენ, მერე ყელის ირგვლივ შემოვლებულ ნაწილს ნაპირს შეუბრუნებდნენ, შიგნითა მხრიდან სხვა ნაჭერს გამოაკერებდნენ ისე, რომ ნაკერი არ გამოჩენილიყო. უფრო ხშირად კი ჯუბას გულისპირში ცოტაზე ჩახსნიდნენ. ჩახსნილ ნაპირებს გრეხილს შემოაყოლებდნენ და სამი თითის სიბრტყედ მძივებსაც ჩამოაკერებდნენ. ხან ღილებით ან გაბმული ბაწრის საშუალებით დააკავშირებდნენ ჩაჭრილი გულისპირის ნაპირებს. ჯუბას მოკერებული ჰქონდა სწორი და ვიწრო „სახლები“, რომლებიც ზოგჯერ განსხვავებული მასალისაგან — ფართლისაგან ყოფილა დამზადებული.
Line 171 ⟶ 207:
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/67754 ს. მაკალათია, „ფშავი“, 1985 წ.]
* [http://pshavi.ge/names/m.php/ ფშაური გვარ-სახელები]
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფშავლები“-დან