ნიკოლოზ ჩხეიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
'''ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე''' (დ. [[9 აპრილი]], [[1864]], [[შორაპნის მაზრა]], [[ფუთი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი)|ფუთი]] — გ. [[13 ივნისი]], [[1926]], [[ლევილი]], [[საფრანგეთი]]) — [[ქართველები|ქართველი]] სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] (1918-1921 წ.1918–1921) პარლამენტისა და [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] თავმჯდომარე.
 
==ადრეული წლები==
ხაზი 10:
[[1892]] წელს კარლო ჩხეიძე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის და [[ნოე ჟორდანია]]სთან, [[სილიბისტრო ჯიბლაძე]]სთან, [[ეგნატე ნინოშვილი|ეგნატე ნინოშვილთან]] ერთად აყალიბებს სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფს, ე. წ. [[მესამე დასი|„მესამე დასს“]]. შემდგომში ეს ჯგუფი გადაიქცა მძლავრ პარტიულ ორგანიზაციად, რომელიც [[რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია|რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის]] - რსდმპ-ს შემადგენელი ნაწილი გახდა, რომლის ლიდერები იყვნენ [[ლენინი]], პლეხანოვი, მარტოვი და სხვები. ჩხეიძე რსდმპ-ს წევრი გახდა 1898 წლიდან, 1903 წლიდან კი მიეკუთვნებოდა მის მენშევიკურ ფრთას. 1898-1902 წლებში მოღვაწეობდა [[ბათუმი|ბათუმში]] და იყო ბათუმის საქალაქო საბჭოს ხმოსანი, ბათუმის მუნიციპალური საავადმყოფოს ინსპექტორი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის კომიტეტის წევრი.
 
[[1907]]-[[1912]] და [[1912]]-[[1917]] წლებში კარლო ჩხეიძე იყო მე-3 და მე-4 სახელმწიფო სათათბიროების დეპუტატი [[თბილისის გუბერნია|თბილისის გუბერნიიდან]], სადაც იგი სოციალ-დემოკრატიული ფრაქციასაც თავმჯდომარეობდა 1912 წლიდან.
 
[[1917]] წლის თებერვლის რევოლუციიდან [[ოქტომბრის რევოლუცია]]მდე პერიოდში კარლო ჩხეიძე [[პეტერბურგი]]ს, ხოლო შემდეგ სრულიად [[რუსეთი]]ს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს თავმჯდომარეობდა. ამ პერიოდში საბჭო იყო [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] დროებითი მმართველი ორგანო.
ხაზი 16:
[[1918]] წლის აპრილში კარლო ჩხეიძე გახდა ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს, [[ამიერკავკასიის სეიმი]]ს თავმჯდომარე, ხოლო ამავე წლის 26 მაისიდან - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან კარლო ჩხეიძე [[საქართველოს ეროვნული საბჭო|ეროვნული საბჭოს]], ანუ პარლამენტის თავმჯდომარედ დარჩა.
 
[[1919]]-[[1920]] წლებში კარლო ჩხეიძე ირაკლი (კაკი) წერეთელთან ერთად იმყოფებოდა საზღვარგარეთ, [[პარიზი]]ს საზავო კონფერენციაზე, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, სადაც მან ოფიციალურად დააყენა საქართველოს ცნობისა და მისი [[ერთა ლიგა]]ში გაწევრიანების საკითხი. ამავე პერიოდში, 1919 წლის 12 მარტს კარლო ჩხეიძე დაუსწრებლად აირჩიეს [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების]] თავმჯდომარედ, რომლის მოვალეობის შესრულებასაც კარლო ჩხეიძე 1920 წლის მიწურულს, [[პარიზი]]ს საზავო კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ შეუდგა.
 
[[1921]] წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მიერ განხორციელებულმა საქართველოს ანექსიამ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] მთავრობა და მასთან ერთად, კარლო ჩხეიძეც იძულებული გახადა საზღვარგარეთ ემიგრაციაში გადახვეწილიყო, სადაც მან გააგრძელა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა.
ხაზი 30:
ემიგრაციაში მყოფი კარლო ჩხეიძე პარიზთან ახლოს მდებარე სოფელ [[ლევილი|ლევილში]], ქართველთა მამულში მეუღლესა და უმცროს ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. საწყის პერიოდში იგი დიდ დახმარებას უწევდა საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, შეძლებისდაგვარად ზრუნავდა საქართველოში მოშიმშილე მოსახლეობისთვის დახმარების გასაწევად, მისი ინიციატივით [[ჟენევა]]ში დაარსდა საქართველოს დახმარების საერთაშორისო კომიტეტი, რომელსაც შვეიცარიელი ჟან მარტინი ხელმძღვანელობდა.
 
[[ფაილი:კარლო ჩხეიძე წერილი Karlo chxeidze.jpg|thumb|კარლო ჩხეიძის წერილი]][[1924]]-[[1925]] წლებიდან კარლო ჩხეიძის, ისევე, როგორც [[ლევილი|ლევილში]] მყოფი ქართველების მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რაც ნათლად ჩანს ამ პერიოდში [[ნოე ჟორდანია]]სა და [[აკაკი ჩხენკელი]]სთვის გაგზავნილი წერილებიდან . შიმშილი, უსახსრობა და უიმედობა კარლო ჩხეიძეს ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას ანიჭებდა, უკმაყოფილო იყო საბინაო პირობებითაც. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა კარლო ჩხეიძემ [[1926]] წლის 9 ივნისს თავი მოიკლა. სიკვდილამდე ქაღალდზე ერთი ფრაზა დაწერა: „ჩემს სიკვდილში ბრალი არავის დასდვათ“ . უგონო მდგომარეობაში მყოფი, საავადმყოფოში 4 დღეს აცოცხლეს, რის შემდეგაც გარდაიცვალა. კარლო ჩხეიძე [[პარიზი|პარიზში]], პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს. [[საქართველოს ეროვნული არქივი|არქივში]] ინახება მის დაკრძალვაზე დამსწრე საზოგადოების მიერ სამგლოვიარო წიგნში გაკეთებული ხელმოწერები, უშუალოდ დაკრძალვის ამსახველი 11 ფოტოსურათი და საქმე პერ-ლაშეზის სასაფლაოზე კარლო ჩხეიძის საფლავის კეთილმოწყობის შესახებ.
 
კარლო ჩხეიძის მოღვაწეობის დოკუმენტური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ მის პირად და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდებში . მასალა გამოვლინდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მოღვაწეობის ამსახველ ე.წ. „ჰარვარდისა“ და „ლევილის“ დოკუმენტურ კოლექციებში. აღნიშნული კოლექციები 2000 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოიტანა და ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივს შესანახად გადასხა პროფესორმა გურამ შარაძემ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლოზ_ჩხეიძე“-დან