ფშავლები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 212.72.158.122 ცვლილებების გაუქმება (№3460527)
იარლიყი: გაუქმება
No edit summary
ხაზი 41:
 
=====ჯუბა=====
ფშავში ძველ დროს არსებული ჯუბის მაგვარი სამოსელის კვალი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქსოვილების ფონდში დაცული ერთი კოლექციითა და ლიტერატურაში გაბნეული ცნობებით დასტურდება. [[1836]] წელს პეტერბურგში გამოცემული ამიერკავკასიის რუსულ სამფლობელოთა სტატისტიკურ, ეთნოგრაფიულ, ტოპოგრაფიულ და ფინანსურ ურთიერთობის თვალსაზრისით გაკეთებულ მიმოხილვის მეორე ნაწილში, დუშეტის მაზრაში მცხოვრები ხალხის ჩაცმულობასთან დაკავშირებით, საუბარია აგრეთვე ფშაველი ქალი ტანსაცმლის შესახებაც. კერძოდ, აღნიშნულია ფშაველი ქალის მიერ ლურჯი ფერის მაუდის, პერანგისებური სამოსის და მაუდისავე ჩოხის მოყვანილობის ზედა სამოსის მოხმარებაზე<ref>обозрение российских владений за Кавказом, в статистическом, этнографическом, топографическом и финансовом отношениях, часть II, Санктпетербург, 1836, გვ. 22</ref>. რაც ადგილზე მოქსოვილი შალისაგან დამზადებულ ჯუბასა და ასევე შალის შემოსაცმელ ფაფანაგს უნდა გულისხმობდეს. ფშავში ჯუბის ადრეულ გამოყენებაზე ვაჟა-ფშაველას ნაწერებიც მიუთითებენ. ვ. ფშაველა თავისი ერთ-ერთი გმირის ღვთისოს პირით ასე მსჯელობს: „...აბა „ვეფხისტყაოსანი“ წაიკითხეთ, თუ ის არა სთქვავ, დიდი საკვირველია, თუ ის ფშავლის დაწერილი არ არის, სწორედ ფშაური კილოა, სიტყვებიც „ძოღანაო“, როგორც ჩვენ ვიტყვით, „ასმათის ჯუბა“, როგორც ჩვენი დედაკაცები იმენ და სხვა რამდენი“<ref>ვაჟა-ფშაველა, ფშაველი, ძველი საქართელო, II, ტფილისი, 1913, გვ. 330</ref>. [[ს.სერგი მაკალათია]]ს XX საუკუნის 30-იან წლებში ფშავში მუშაობის დროს ფშაველი ქალის შინ მოსახმარ ჩაცმულობის ფორმად დამოწმებული აქვს ჯუბის გამოყენების ფაქტები<ref>ს. მაკალათია, ფშავი, ტფილისი, 1934, გვ. 113</ref>.
 
ფშაური ჯუბა შინ ნაქსოვი ცალპირა ტოლისაგან იყო დამზადებული. სიგანედ სამი-ოთხი მტკაველი და ერთ სიგრძედ კი ექვსი-შვიდი მტკაველი ყოფილა საჭირო. თუშური ჯუბისა და ხევსურული სადიაცოსაგან განსხვავებით ფშაური ჯუბა გამოირჩეოდა სისადავითა და სივიწროვით — „ლულუტი“ იყო. ყდიდან ჩამოხსნილ შალს ორად შეკეცავდნენ, სასურველ სიგრძეს დააყენებდნენ და ისე დასჭრიდნენ, ე. ი. ორად მოკეცილი შალიდან ბეჭებში გადაუჭრელ ტანს ამოიღებდნენ. ჯუბა უსაყელო იყო, მხოლოდ კისრის გარშემო ღრმად ამოსჭრიდნენ, რომ ქალს თავზე ჯუბის გადაცმის საშუალება მისცემოდა. ყელთან შენაოჭებაც იცოდნენ, მერე ყელის ირგვლივ შემოვლებულ ნაწილს ნაპირს შეუბრუნებდნენ, შიგნითა მხრიდან სხვა ნაჭერს გამოაკერებდნენ ისე, რომ ნაკერი არ გამოჩენილიყო. უფრო ხშირად კი ჯუბას გულისპირში ცოტაზე ჩახსნიდნენ. ჩახსნილ ნაპირებს გრეხილს შემოაყოლებდნენ და სამი თითის სიბრტყედ მძივებსაც ჩამოაკერებდნენ. ხან ღილებით ან გაბმული ბაწრის საშუალებით დააკავშირებდნენ ჩაჭრილი გულისპირის ნაპირებს. ჯუბას მოკერებული ჰქონდა სწორი და ვიწრო „სახლები“, რომლებიც ზოგჯერ განსხვავებული მასალისაგან — ფართლისაგან ყოფილა დამზადებული.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფშავლები“-დან