ქაქუთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
|მშობლიური სახელი =
|ქვეყანა = საქართველო
|პანორამა =ozurgetiBattle of the Choloki 1854 (plan).pngjpg
|პანორამის სიგანე =
|წარწერა =ჩოლოქის ბრძოლის (1854) გეგმა. მასზე დატანილია სოფელი ქაქუთი
|წარწერა =
|lat_dir =N|lat_deg =41|lat_min =51|lat_sec =32
|lon_dir =E|lon_deg =41|lon_min =57|lon_sec =28
ხაზი 51:
სახელწოდება ქაქუთი სავარაუდოდ [[სვანური ენა|სვანური]] წარმოშობისაა. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით კი [[გურიელები|გურიელებს]] ჰყავდათ [[ოდიში]]დან დაქირავებული მეჯოგე გვარად ქაქუთია, რომელიც ამ ადგილებში აძოვებდა ნახირს. ისტორიულ წყაროებში ის მეზობელ სოფელ [[ჭანიეთი|ჭანიეთზე]] უფრო ადრე მოიხსენიება. სოფელში აღმოჩენილი [[ბრინჯაო]]ს ცულის პირი ინახება [[ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი|ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში]]. ქაქუთი [[ქაქუთი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)|გაღმა ქაქუთთან]] ერთად წარმოადგენდა ერთ სოფელს და შედიოდა [[ლიხაური]]ს სასოფლო საზოგადოებაში. მდინარე [[ჩოლოქი]] მას ყოფდა გაღმა და გამოღმა ქაქუთად. სოფელი ორად გაიყო მას შემდეგ, რაც [[1829]] წელს [[ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება (1829)|ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით]] ოსმალეთმა მიიღო ტერიტორია მდინარე [[ჩოლოქი]]ს სამხრეთით.<ref>''ნოზაძე ვ''. საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, გვ.8 — თბილისი, 1989 წ.</ref> სოფლები ერთმანეთთან დაკავშირებულია საცალხეფო ხიდით.
 
ქაქუთზე გადიოდა [[გურია]]სა და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთი]]ს დამაკავშირებელი გზა, რომლითაც ხშირად სარგებლობდნენ ტყვეთა სყიდვაში ჩაბმული პირები. ერთი მოსაზრებით, სწორედ გაყიდულ ტყვეთა სასოწაკვეთილ ყვირილს უკავშირდება ჩოლოქის ერთ-ერთი შენაკადს, მოყვირალას სახელი. სხვა ვერსიით კი მდინარე ადიდებისას ყვირის. 1854 წელს სოფლის მიდამოებში მოხდა [[ჩოლოქის ბრძოლა]].
 
1870-იან წლებში ქაქუთი და [[ჭანიეთი]] მოინახულა და აღწერა [[დიმიტრი ბაქრაძე]]მ. ქაქუთში იდგა მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი, რომელიც 1870-იან წლებში აშენდა. ტაძარი იყო ნაგები [[ურთხელი]]ს ხით და მდებარეობდა [[თავდგირიძეები]]ს მამულში. აქ დაუკრძალავთ გიორგი თავდგირიძე, რომელიც [[გიორგი III გურიელი]]ს დროს მოღვაწე ცნობილი პირი უნდა ყოფილიყო. მან ტაძარს შესწირა ქრისტეს ვერცხლის ხატი. ტაძარშივე ინახებოდა პაატა ბოლქვაძის მიერ მოჭედილი ვერცხლის [[ფეშხუმი]]. ეკლესიისგან შემორჩენილია ტრაპეზის ქვა. გურიელის სამოსახლო ღრმა თხრილით იყო შემოსაზღვრული, მის ტერიტორიაზე იდგა კირქვისა და ყორის ქვით ნაშენი მცირე (18-20 მ<sup>2</sup>)სამლოცველო. ამ ადგილზე შენდება წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი. [[გურიელები]]ს კიდევ ერთი სასახლე, საზაფხულო რეზიდენცია იდგა მდინარე [[ჩოლოქი]]ს ნაპირას. მიწის დამუშავებისას ამ ადგილზე სხვადასხვა დროს უნახავთ თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, ყორის ნაშთები.