პეტრე I დიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

(clean up, replaced: დროისათვის → დროისთვის (2) using AWB)
== პირველი ნაბიჯები ==
[[ფაილი:Peter I by Kneller.jpg|thumb|150px|left|ახალგაზრდა პეტრე]]
ახალგაზრდა მეფის პირველ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს [[1695]] წელს მოწყობილი [[აზოვი|აზოვის]] აღების მცდელობა.აზოვის ციხესიმაგრე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგნდა არა მარტო შავ ზღვაზე გასასვლელის ჰქონის გამო, არამედ თათრების თავდასხმებისაგან რუსეთის სამხრეთი რაიონების უშიშროების უზრუნველყოფის მხრივაც. [[1695]] წლის პირველი [[აზოვის ლაშქრობა]] წარუმატებელი გამოდგა. ფლოტის არყოლის გამო აზოვი ზღვიდან მარაგდებობდა და რუსეთის არმიამ ვერ მოახერხა ციხის აღება. [[1696]] წლის ზამთარში და გაზაფხულზე პეტრემ [[ვორონეჟი|ვორონეჟში]] ორგანიზება გაუკეთა სამდინარო ფლოტის მშენებლობას. მცირე ფლოტილიითა და ახალი სამეთაურო შემადგენლობით პეტრემ გაიმეორა შტურმი აზოვზე და [[1696]] წლის [[19 ივლისი|19 ივლისს]] თურქთა გარნიზონმა იარაღი დაყარა. რამდენიმე დრისდღის შემდეგ აზოვის ზღვის სანაპიროზე საძირკველი ჩაეყარა ქალაქ [[ტაგანროგი|ტაგანროგის]] მშენებლობას.
 
პეტრეს ინიციატივით დაიწყო სავაჭრო გემების მშენებლობის ფართო პროგრამა. ამისათვის მან მიწათმფლობელები გააერთიანა კომპანიებში და დაავალა მათ თითო გემის აშენება. არმიისა და ფლოტი რეორგანიზაციის საქმეში პეტრე ძირითადად უცხოელ სპეციალისტებს ეყრდნობოდა. აზოვის ლაშქრობის დასრულების შემდეგ მან გადაწყვიტა საზღვარგარეთ სასწავლებლად გაეგზავნა თავადაზნაურთა ახალგაზრდა ვაჟები, სულ მალე იგი თვითნაც გაემგზავრა სამოგზაუროდ ევროპაში.
ანონიმური მომხმარებელი