მეფისწყარო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''მეფისწყარო''' — მთა [[საქართველო]]ში, [[ვანის მუნიციპალიტეტი|ვანისა]] და [[ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი|ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების]] საზღვარზე. წარმოადგენს [[მესხეთის ქედი]]ს უმაღლეს მწვერვალს. სიმაღლე [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 2850 მ. მდებარეობს მესხეთის ქედისა და მისი ჩრდილოეთი განშტოების — [[ლობოროტის ქედი]]ს შესაყართან, მდინარეების [[სუფსა|სუფსისა]] და [[წაბლარასწყალი|წაბლარისწყლის]] სათავეებთან. პირამიდისებურია. აგებულია შუაეოცენური, ანდეიტურგანფენებიანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-კონგლომერატებით. მეფისწყაროს ძირი და ქვედა კალთები შემოსილია სუბალპური ლიხით, შუა და ზედა — ალპური მდელოებით.
 
მეფისწყარო ორი მუნიციპალიტეტის — [[ვანის მუნიციპალიტეტი|ვანისა]] და [[ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი|ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების]] საზღვარს წარმოადგენს. მთის სამხრეთით ორი ტბაა: [[ჯაჯისდიდი ტბები|ჯაჯის ტბა|დიდი ჯაჯის]] და მცირე[[პატარა ჯაჯის ტბა|პატარა ჯაჯის ტბები]]. მწვერვალის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს კურორტი [[საირმე]].
 
== ლიტერატურა ==