ჯანდარის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 34:
ჯანდარის ტბა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყალსატევია [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]]. იგი მდებარეობს [[მტკვარი|მტკვრის აუზში]]. ტბა წყალსაცავის ტიპისაა და გამდინარეა. მისი გარკვეული ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს [[აზერბაიჯანი]]ს ტერიტორიაზე. ტბის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არის მომცრო ზომის ყურე, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით საკმაოდ განიერი და ღრმაა. ნაპირები უმეტესწილად დამრეცი და დაბალია. წყლის მაქსიმალური დონის დროს ნაპირების მნიშვნელოვანი ნაწილი იტბორება. დაჭაობებულია ჩრდილო-დასავლეთი ნაპირი.
 
აქ განვითარებულია, ხისტი ჭაობის მცენარეულობა, ძირითადად [[ლელი]] და [[ლაქაში]]. ალაგ-ალაგ გვხვდება ჭალის ტყის ფრაგმენტები, სადაც ძირითადად [[ვერხვი]], [[ტირიფი]] და [[იალღუნი]]ა წარმოდგენილი. ტბის შემოგარენშია ნახევარუდაბნოსა და სტეპისთვის დამახასიათებელი სახეობები — [[ძეძვი]], [[მწარე აბზინდა]] და [[Botriochlora ischaemum]].<ref name="aves" />
 
ჯანდარის ტბას მიგრაციისას და საზამთროდ 20000-მდე წყალმცურავი ფრინველი იყენებს. მათ შორისაა: 500-700 [[წითელთავა ყვინთია]]; 200-300 [[წითელი იხვი]]; 10000-15000 [[გარეული იხვი]]; 800-1500 [[ჭიკვარა]], მცირე რაოდენობით [[თეთრთვალა ყვინთია]], [[ქოჩორა ყვინთია]], [[ამაყა]] და [[მცირე ბატასინა]]; 80-100 [[ქოჩორა ვარხვი]]; 200-500 [[დიდი ჩვამა]].<ref name="aves">[http://aves.biodiversity-georgia.net/wp-content/uploads/2017/01/Special-Protection-Areas-SPA-for-birds-in-Georgia.pdf ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორიები საქართველოში]</ref>
 
ჯანდარის ტბა ძირითადად ივსება მტკვრის წყლით, რომელიც შედის გარდაბნის სარწყავი სისტემის არხით. ტბას უერთდება [[გარდაბნის არხი]]. [[ატმოსფერული ნალექები|ატმოსფერული]] და [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა წყლების]] მონაწილეობა მის კვებაში უმნიშვნელოა. ტბას არ აქვს ერთი ბუნებრივი ან მუდმივი შენაკადი. ფსკერი სწორია და დაფარულია რუხი ფერის ლამით.
ხაზი 42:
ჯანდარის ტბის ადგილას წარსულში იყო პატარა წყალსატევი. XIX საუკუნის 70-იან წლებში მტკვრიდან გაიყვანეს არხი. [[1927|1927 წელს]] ტბა დააშრეს, ხოლო [[1928|1928 წელს]] ხელახლა შეავსეს. ზაფხულში [[ტემპერატურა]] 30-32°C-ია. ზამთარში ტბა საგრძნობლად ცივდება (2-3°C), იშვიათად კი იყინება, ისიც ძლიერ სუსხიანი ზამთრის დროს.<ref>{{ქსე|11|538|აფხაზავა ი.|არა}}</ref> ტბის წყალი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. გამჭვირვალობა დაახლოებით 1 მ. წყალს აქვს ოდნავ არასასიამოვნო სუნი და გემო. სასმელად უვარგისია.
 
ჯანდარის ტბით ირწყებაირწყვება [[აზერბაიჯანი]]ს (ყაზახის რაიონი) მინდვრები და საქართველოს [[გარდაბნის მუნიციპალიტეტი]]ს მიწები. გასული საუკუნის 60-იან წლებში ცნობილმა იქთიოლოგმა ოთარ ბურჭულაძემ ჯანდარის ტბაში აღრიცხა 21 სახეობის და ქვესახეობის [[თევზი]]. ჯანდარის ტბაიგი საქართველოს შიდა წყალსატევთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია თევზრეწვისა და სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერისათვის. ტბაში მოიპოვება ნაფოტის ქვესახეობა [[მტკვრის ნაფოტა]], [[კობრი]], [[ჭანარი]], [[ლოქო]], [[სქელშუბლა]] და სხვა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯანდარის_ტბა“-დან