ჯანდარის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 34:
ჯანდარის ტბა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყალსატევია [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]]. იგი მდებარეობს [[მტკვარი|მტკვრის აუზში]]. ტბა წყალსაცავის ტიპისაა და გამდინარეა. მისი გარკვეული ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს [[აზერბაიჯანი]]ს ტერიტორიაზე. ტბის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არის მომცრო ზომის ყურე, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით საკმაოდ განიერი და ღრმაა. ნაპირები უმეტესწილად დამრეცი და დაბალია. წყლის მაქსიმალური დონის დროს ნაპირების მნიშვნელოვანი ნაწილი იტბორება. დაჭაობებულია ჩრდილო-დასავლეთი ნაპირი.
 
აქ განვითარებულია, ხისტი ჭაობის მცენარეულობა, ძირითადად [[ლელი]] და [[ლაქაში]]. ალაგ-ალაგ გვხვდება ჭალის ტყის ფრაგმენტები, სადაც ძირითადად [[ვერხვი]], [[ტირიფი]] და [[იალღუნი]]ა წარმოდგენილი. ტბის შემოგარენშია ნახევარუდაბნოსა და სტეპისთვის დამახასიათებელი სახეობები — [[ძეძვი]], [[მწარე აბზინდა]] და [[Botriochlora ischaemum]].
 
ჯანდარის ტბას მიგრაციისას და საზამთროდ 20000-მდე წყალმცურავი ფრინველი იყენებს. მათ შორისაა: 500-700 [[წითელთავა ყვინთია]]; 200-300 [[წითელი იხვი]]; 10000-15000 [[გარეული იხვი]]; 800-1500 [[ჭიკვარა]], მცირე რაოდენობით [[თეთრთვალა ყვინთია]], [[ქოჩორა ყვინთია]], [[ამაყა]] და [[მცირე ბატასინა]]; 80-100 [[ქოჩორა ვარხვი]]; 200-500 [[დიდი ჩვამა]].<ref>[http://aves.biodiversity-georgia.net/wp-content/uploads/2017/01/Special-Protection-Areas-SPA-for-birds-in-Georgia.pdf ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორიები საქართველოში]</ref>
15000 გარეული იხვი; 800-1500 ჭიკვარა, მცირე რაოდენობით თეთრთვალა ყვინთია, ქოჩორა ყვინთია, ამაყა და მცირე ბატასინა; 80-100 ქოჩორა ვარხვი; 200-500 დიდი ჩვამა.
 
ჯანდარის ტბა ძირითადად ივსება მტკვრის წყლით, რომელიც შედის გარდაბნის სარწყავი სისტემის არხით. ტბას უერთდება [[გარდაბნის არხი]]. [[ატმოსფერული ნალექები|ატმოსფერული]] და [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა წყლების]] მონაწილეობა მის კვებაში უმნიშვნელოა. ჯანდარის ტბას არ აქვს ერთი ბუნებრივი ან მუდმივი შენაკადი. ტბის ფსკერი სწორია და დაფარულია რუხი ფერის ლამით.
 
ჯანდარის ტბის ადგილას წარსულში იყო პატარა წყალსატევი. XIX საუკუნის 70-იან წლებში მტკვრიდან გაიყვანეს არხი. [[1927|1927 წელს]] ჯანდარის ტბა დააშრეს., ხოლო [[1928|1928 წელს]] ხელახლა შეავსეს. ზაფხულში [[ტემპერატურა]] 30-32°C-ია. ზამთარში ტბა საგრძნობლად ცივდება (2-3°C), იშვიათად კი იყინება, ისიც ძლიერ სუსხიანი ზამთრის დროს.<ref>{{ქსე|11|538|აფხაზავა ჯანდარისი.|არა}}</ref> ტბის წყალი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. მისი გამჭვირვალობა დაახლოებით 1 მ-ია. წყალს აქვს ოდნავ არასასიამოვნო სუნი და გემო. სასმელად უვარგისია.
 
ჯანდარის ტბით ირწყება [[აზერბაიჯანი]]ს (ყაზახის რაიონი) მინდვრები და საქართველოს [[გარდაბნის მუნიციპალიტეტი]]ს მიწები. გასული საუკუნის 60-იან წლებში ცნობილმა იქთიოლოგმა ბურჭულაძემ ჯანდარის ტბაში აღრიცხა 21 სახეობის და ქვესახეობის [[თევზი]]. ჯანდარის ტბა საქართველოს შიდა წყალსატევთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია თევზრეწვისა და სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერისათვის. ტბაში მოიპოვება ნაფოტის ქვესახეობა [[მტკვრის ნაფოტა]], [[კობრი]], [[ჭანარი]], [[ლოქო]], [[სქელშუბლა]] და სხვა.
Line 50 ⟶ 49:
* [http://www.birding-georgia.com/jandari.php Faune et flore de Djandari]
 
==სქოლიო==
== ლიტერატურა ==
{{სქოლიო}}
*{{ქსე|11|538|აფხაზავა ი.}}
 
*
* უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯანდარის_ტბა“-დან