ჯანდარის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
|ვიკისაწყობი =
}}
'''ჯანდარის ტბა''' ({{lang-az|Candargöl}}) — ტბა [[საქართველო]]სა და [[აზერბაიჯანი]]ს საზღვარზე. მდებარეობს ტაფობში, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 291,4 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი — 10,6 კმ², საშუალო სიღრმე 3,75 მ, მაქსიმალური სიღრმე 7,2 მ. ჯანდარის ტბა [[თბილისი]]ს სამხრეთ-აღმოსავლეთით 50 კმ-ის დაშორებით, [[რუსთავი]]დან კი 20 კმ-ის მანძილზე მდებარეობს.
 
ჯანდარის ტბა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყალსატევია [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]]. იგი მდებარეობს [[მტკვარი|მტკვრის აუზში]]. ტბა წყალსაცავის ტიპისაა და გამდინარეა, მისი ნახევარი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს [[აზერბაიჯანი]]ს ტერიტორიაზე. ტბის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არის მომცრო ზომის ყურე, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით საკმაოდ განიერი და ღრმაა. ნაპირები უმეტესწილად დამრეცი და დაბალია. წყლის მაქსიმალური დონის დროს ნაპირების მნიშვნელოვანი ნაწილი იტბორება. დაჭაობებულია ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიც. აქ განვითარებულია, ხისტი ჭაობის მცენარეულობა, ძირითადად [[ლელი]] და [[ლაქაში]]. არხის შესართავის მიდამოებში გვხვდება აგრეთვე შვიტი ანუ ძორის ძუა.
 
ჯანდარის ტბა [[თბილისი]]ს სამხრეთ-აღმოსავლეთით 50 კმ-ის დაშორებით, [[რუსთავი]]დან კი 20 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. ჯანდარის ტბა ძირითადად ივსება მტკვრის წყლით, რომელიც შედის გარდაბნის სარწყავი სისტემის არხით. [[ატმოსფერული ნალექები|ატმოსფერული]] და [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა წყლების]] მონაწილეობა მის კვებაში უმნიშვნელოა. ჯანდარის ტბას არ აქვს ერთი ბუნებრივი ან მუდმივი შენაკადი. ტბის ფსკერი სწორია და დაფარულია რუხი ფერის ლამით.
 
ჯანდარის ტბის ადგილას წარსულში იყო პატარა წყალსატევი. XIX საუკუნის 70-იან წლებში მტკვრიდან გაიყვანეს არხი. [[1927|1927 წელს]] ჯანდარის ტბა დააშრეს. ხოლო [[1928|1928 წელს]] ხელახლა შეავსეს. ზაფხულში [[ტემპერატურა]] 30-32°C-ია. ზამთარში ტბა საგრძნობლად ცივდება (2-3°C), იშვიათად კი იყინება, ისიც ძლიერ სუსხიანი ზამთრის დროს. ჯანდარის ტბის წყალი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. მისი გამჭვირვალობა დაახლოებით 1 მ-ია. წყალს აქვს ოდნავ არასასიამოვნო სუნი და გემო. სასმელად უვარგისია.
 
ჯანდარის ტბით ირწყება [[აზერბაიჯანი]]ს (ყაზახის რაიონი) მინდვრები და საქართველოს [[გარდაბნის რაიონისმუნიციპალიტეტი]]ს მიწები. მიმდინარეგასული საუკუნის 60-იან წლებში ცნობილმა იქთიოლოგმა ბურჭულაძემ ჯანდარის ტბაში აღრიცხა 21 სახეობის და ქვესახეობის [[თევზი]]. ჯანდარის ტბა ([[წყალსაცავი]]) საქართველოს შიდა წყალსატევთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია თევზრეწვისა და სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერისათვის. ტბაში მოიპოვება ნაფოტის ქვესახეობა [[მტკვრის ნაფოტა]], [[კობრი]], [[ჭანარი]], [[ლოქო]], [[სქელშუბლა]] და სხვა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯანდარის_ტბა“-დან