სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის ნინო ბერძული ცვლილებების გაუქმება (№3461112)
იარლიყი: გაუქმება
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:SouthOssetia region detailed map.JPG|thumb|250px|ცხინვალის რეგიონის რუკა]]
'''სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი''' — [[ავტონომიური ოლქი]] [[საქართველოს სსრ]]–ს-ს <ref>1990 წლის 14 ნოემბრიდან საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილებით რესპუბლიკას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“;</ref> შემადგენლობაში [[1922]] წლის [[20 აპრილი]]დან, [[1990]] წლის [[11 დეკემბერი|11 დეკემბრის]] ჩათვლით.
 
მდებარეობდა ცენტრალური [[კავკასიონი|კავკასიონის]] სამხრეთ კალთაზე. ჩრდ. საზღვარი იყო კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემი, აღმ. – [[ალევის ქედი|ალევის]] ქედი, დას. საზღვარი კვეთდა [[ლიხის ქედი|ლიხის]], [[რაჭის ქედი|რაჭისა]] და [[კედელა|კედელას]] ქედებს, მდინარეების [[ძირულა|ძირულის]], [[ყვირილა|ყვირილის]], [[ჯეჯორა|ჯეჯორისა]] და [[ღარულა|ღარულის]] ზემო დინების ხეობებს და მთავრდებოდა [[მამისონის უღელტეხილი|მამისონის]] უღელტეხილთან. სამხრეთ საზღვარი [[შიდა ქართლი|შიდა ქართლის]] ვაკის ჩრდილო პერიფერიაზე გადიოდა. სამხრეთ ოსეთის აო–ს ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა [[ჩრდილოეთი ოსეთი|ჩრდილოეთ ოსეთის არ]], აღმოსავლეთით [[ყაზბეგის მუნიციპალიტეტი|ყაზბეგისა]] და [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის]], სამხრ–ით — [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპის]], [[გორის მუნიციპალიტეტი|გორის]], [[ქარელის მუნიციპალიტეტი|ქარელისა]] და [[ხაშურის მუნიციპალიტეტი|ხაშურის]], დას–ით — [[საჩხერის მუნიციპალიტეტი|საჩხერისა]] და [[ონის მუნიციპალიტეტი|ონის]] [[მუნიციპალიტეტი|მუნიციპალიტეტები]].