დავით ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''დავით გიორგის ძე ერისთავი''' (*დ. 28 აგვისტო/[[9 სექტემბერი]], [[1847]], სოფ. [[ხიდიათავი]], ახლანდელი [[გორის რაიონი]] ― გ. 11 ოქტომბერი/[[23 ოქტომბერი]], [[1890]], [[თბილისი]]), [[ქართველები | ქართველი]] მწერალი.
==ბიოგრაფია==
[[1867]]-[[1871]] წლებში სწავლობდა ჯერ ოდესის უნივერსიტეტში, შემდეგ პეტერბირგის სამედიცინო აკადემიაში, რომელიც არ დაუსრულებია. [[1871]]-იდან თანამშრომლობდა "დროებაში", "ტიფლისსკი ვესტნიკსა" და "ფალანგაში". [[1882]]-იდან გაზეთ "კავკაზს" რედაქტორობდა. სალიტერატურო მოღვაწეობა ლექსებითა და ფელეტონებით დაიწყო. იყო "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი ([[1882]]), ქართული დრამატული საზოგადოების ერთ-ერთი ინიციატორი. ერისთავმა ტარგმნა და გადმოაკეთა მრავალი დრამატული ნაწარმოები. განსაკუტრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა ისტორიულმა პიესამ "სამშობლო" ([[1881]]), რომელსაც საფუძვლად დაედო ფრანგი დრამატურგის [[სარდი, ვიქტორიენ | ვ. სარდუს]] ამავე სახელწოდების დრამა. სარდუს სიუჟეტი ერისთავმა ბრწყინვალედ მიუსადაგა ქართულ სინამდვილეს, პიესას ეროვნული კოლორიტი კოლორიტი შესძინა და წინაპარტაგან სამშობლოსათვის ტავდადება მაგალითად დაუსახა იმდროინდელ ქართველობას. "სამშობლოს" წარმოდგენამ ([[1882]] წლის 20 იანვარს) ეროვნული მანიფესტაციის ხასიათი მიიღო.
 
ერისთავს ეკუთვნის აგრეთვე გადმოკეთებული პიესები "მეორედ გაყმაწვილება", "სადაო მფლობელობა", "დროებითი სიყვარული", "დავიდარაბა ანუ არღანი და ლეკვი", "საძაგელი" და სხვა.
 
{{ქსე}}
==ლიტერატურა==
* ''ჭიჭინაძე ზ.,'' დავით ერისთავი, ტფ. 1892;
* ''ალანია ნ.,'' ქსე, ტ. 4, გვ. 193, თბ., 1979
 
{{DEFAULTSORT:ერისთავი, დავით}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_ერისთავი“-დან