ცხინვალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 52:
საბჭოთა პერიოდში ქალაქი ძირითადად ინდუსტრიული ცენტრი იყო ხე-ტყის გადამმუშავებელი ქარხნებითა და საფეიქრო ფაბრიკებით. გაჩნდა ასევე რამდენიმე კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც, მათ შორის სახელი გაითქვა [[ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი|პედაგოგიურმა ინსტიტუტმა]] (ამჟამად ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და [[ცხინვალის დრამატული თეატრი|დრამატულმა თეატრმა]].
 
1991 წელს გაუქმდა [[ცხინვალის რაიონი]] და შეუერთდა [[გორის მუნიციპალიტეტი|გორის რაიონს]], ცხინვალმაც დაკარგა რაიონის ცენტრის სტატუსი<ref>საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ</ref>. ქართულ-ოსური კონფლიქტის გამწვავების პერიოდში ცხინვალი ეთნიკური დაძაბულობისა და შეიარაღებული კონფრონტაციის მოწმე გახდა. 1992 წელს [[სოჭი (ქალაქი)|სოჭში]] დადებული შეთანხმებით ცხინვალი ოსი სეპარატისტების ხელში დარჩა, რამაც ქართული მოსახლეობა იძულებული გახადა ქალაქი დაეტოვებინა.
 
ამჟამად ცხინვალი თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დედაქალაქის ფუნქციას ატარებს. ქალაქი შედარებით მშვიდობიანია, თუმცა შესამჩნევად გაღატაკდა ორ კონფლიქტურ მხარეს შორის პილიტიკური შეთანხმების არარსებობის გამო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცხინვალი“-დან