არაგვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
მომხმარებლის 46.49.39.152 ცვლილებების გაუქმება (№3467959)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 14:
| Commons = Aragvi River
}}
'''არაგვი''' — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, [[ყაზბეგის მუნიციპალიტეტი|ყაზბეგის]], [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთისა]] და [[მცხეთის მუნიციპალიტეტი|მცხეთის]] მუნიციპალიტეტებში. სიგრძე 112 კმ, აუზის ფართობი 2724 კმ<sup>2</sup>. არაგვის სისტემას ქმნის მდინარეები [[მთიულეთის არაგვი|მთიულეთის (თეთრი) არაგვი]], [[გუდამაყრის არაგვი|გუდამაყრის (შავი) არაგვი]], [[ხევსურეთის არაგვი]] და [[ფშავის არაგვი]]. მთავარია არაგვი, რომელიც იწყება ყელის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. არაგვი ზემო და შუა დინებაში მთის მდინარეა, ქვემო დინებით [[მუხრან-საგურამოს ვაკე]]ზე იშლება. შესართავთან კვეთს [[სხალტბის ქედი|სხალტბისა]] და [[საგურამოს ქედი|საგურამოს ქედებს]]. [[მცხეთა|ქ. მცხეთასთან]] ერთვის [[მტკვარი|მტკვარს]] მარცხენა მხრიდან.
 
არაგვი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის, აგრეთვე მყივნარებისა და მარადიული თოვლის წყლით. მიწისქვეშა წყალი მდინარის სხვადასხვა ნაწილში წლიური ჩამონადენის 40-70% შეადგენს, წვიმისა და თოვლის წყალი კი ცალ-ცალკე 16-იდან 30%-მდე აღწევს. წყალდიდობა იწყება გაზაფხულზე და შუა აგვისტომდე გრძელდება. შემოდგომაზე ხშირია წყალმოვარდნა. ზამთარში წყალმცირეა. არაგვის ნადენის 39,3% შეადგენს, ზაფხულში 30,8%, შემოდგომაზე 19,5%, ზამთარში 10,4%. არ იყინება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არაგვი“-დან