ოლიმპი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
'''ოლიმპი''' ({{lang-el|Όλυμπος}}) — [[საბერძნეთი]]ს უმაღლესი მწვერვალი. სიმაღლე 2917 მ.<ref>[http://www.peakbagger.com/Peak.aspx?pid=10335 Olympus, Greece]</ref> წარმოადგენს [[მთის მასივი|მთის მასივს]]. მდებარეობს ეგეოსის ზღვის თერმაიკოსის ყურის ნაპირებთან, [[თესალია]]სა და [[მაკედონია (საბერძნეთი)|მაკედონიას]] საზღვარზე, საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქ [[სალონიკი]]დან დაახლოებით 100 კილომეტრში. აქვს 52 პიკი.<ref>{{cite web|url=http://www.boston.com/travel/articles/2005/07/17/summit_of_the_gods/?page=1|title=Summit of the Gods|publisher=The Boston Globe|date=July 17, 2005|accessdate=2010-12-31}}</ref> ოლიმპის სამი ყველაზე მაღალი მწვერვალია: [[მიტიკასი]] (2917 მ), სკოლიო (2912 მ) და სტეფანი (2905 მ). უმთავრესად აგებულია მარმარილოსებრი კირქვებითა და კრისტალური ფიქლებით. კალთები ციცაბოა, დასერილია ხეობებით, აქვს კდლოვანი მწვერვალები. შემოსილია მარადმწვანე ბუჩქნარით, ფართოფოთლოვანი და [[ფიჭვი]]ს ტყით.<ref name="bse" />
 
ოლიმპი არის არატექნიკური ცოცვით ასასვლელი მთა. წელიწადში ოლიმპზე დაახლოებით 10 000 ადამიანი ადის, მათგან უმეტესობა მხოლოდ სკოლიოს მწვერვალამდე აღწევს. მთაზე ასვლის მსურველთა უმეტესობა იწყებს ქალაქ [[ლიტოხოროლიტოქორონი]]დან, რომელმაც სახელწოდება „ღმერთების ქალაქი“ თავისი მდებარეობის გამო მიიღო.
 
მონეტების კოლექციონერებში დიდი მოთხოვნით სარებლობს 10 ევროს მემორიალური მონეტა, რომელიც გამოშვებულ იქნა [[2005]] წელს და რომლის ძირითად მოტივს წარმოადგენს ოლიმპი მის ირგვლივ მდებარე ეროვნული პარკით. მონეტის უკანა მხარესაა [[ტიტანომაქია]] ოლიმპის მთაზე. სცენის თავზე ბერძნულად აწერია „[[ოლიმპის ეროვნული პარკი]]“, ხოლო მონეტის ქვედა მხარეს, კიდესთან ახლოს გამოშვების წელი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოლიმპი“-დან