არისტოტელე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 178.134.109.36 ცვლილებების გაუქმება (№3467057)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 12:
[[ძვ. წ. 335]] იგი დაბრუნდა ათენში და დააარსა თავისი საკუთარი სკოლა, რომელიც ცნობილია ლიცეუმის სახელით. არისტოტელე ამ სკოლაში სწავლებას შემდეგი თორმეტი წლის განმავლობაში უძღვებოდა. ათენში მისი მეუღლე პითია დაიღუპა და არისტოტელემ მოიყვანა მეორე ცოლი, ჰერპილე სტაგირიდან. მათ ვაჟი გაუჩნდათ, რომელსაც პაპის, ნიკომაქოსის სახელი დაარქვეს.
 
მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ პერიოდში, დაახლოებით [[ძვ. წ. 335]]-[[ძვ. წ. 323|323]] წელს ბნბშეთხზაშეთხზა არისტოტელემ თავის შრომათა უმეტესობა არისტოტელემ დაწერა მრავალი [[დიალოგი]], რომელთა მხოლოდ ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. ის შრომები კი, რომელიც შემორჩა, [[ტრაქტატი]]ს ფორმას ატარებს და, როგორც ჩანს, განკუთვნილი არ იყო გამოქვეყნებისათვის და უბრალოდ სალექციო დამხმარე მასალას წარმოადგენდა სტუდენტებისათვის. მისი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაშრომებია: [[ფიზიკა]], [[მეტაფიზიკა]], ნიკომაქესეული [[ეთიკა]], [[პოლიტიკა]], De Anima (სულის შესახებ) და [[პოეზია]].
 
არისტოტელემ არა მარტო შეისწავლა იმ დროისათვის შესაძლო ყველა დისციპლინა, არამედ მრავალ მათგანში მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა. ფიზიკის (ბუნებისმეტყველების) სფეროში არისტოტელემ დაამატა თავისი ნაშრომები შემდეგ დარგებში: [[ანატომია]], [[ასტრონომია]], [[ემბრიოლოგია]], [[გეოგრაფია]], [[გეოლოგია]], [[მეტეოროლოგია]], ფიზიკა (საკუთრივ ფიზიკა) და [[ზოოლოგია]]. ფილოსოფიის სფეროში (ზოგადად ჰუმანიტარული მეცნიერების) მან დაამატა შრომები [[ესთეტიკა]]ზე, ეთიკაზე, [[მმართველობა]]ზე, მეტაფიზიკაზე, პოლიტიკაზე, [[ეკონომიკა]]ზე, [[ფსიქოლოგია]]ზე, [[რიტორიკა]]სა და [[თეოლოგია]]ზე. იგი აგრეთვე იკვლევდა აღზრდა-განათლებას, უცხოურ ადათ-წესებს, [[ლიტერატურა]]სა და პოეზიას. ითვლება, რომ არისტოტელე, შესაძლოა, იყო ბოლო პიროვნება, რომელმაც იცოდა ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანს სცოდნოდა თავისი თანამედროვე მეცნიერების შესახებ. პლატონისგან განსხვავებით, რომელიც იყო იდეალისტური სკოლის მამამთავარი, არისტოტელე ითვლება მატერიალისტური სკოლის მამამთავრად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არისტოტელე“-დან