კაცია-ადამიანი?!: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
ხაზი 49:
 
{{ციტატა|რომელნიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავის სიკვდილით აკლებენ. |კაცია ადამიანი?!. თავი XIV.}}
 
== ლუარსაბ თათქარიძე და მისი ცოლი ==
ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „კაცია ადამიანის“ მთავარი გმირი ლუარსაბ თათქარიძეა. ის კარგად ჩასუქებული ძველი დროინდელი ქართველი თავადი იყო. თავი ისეთი სქელი ჰქონდა, რომ კაცი იფიქრებდა კისერი მხრებში აქვს ჩადებულიო, წითელი ფაფუკი ღაბაბი, დიდრონი თვალები, რომელიც ყოველთვის ჩასისხლიანებული ჰქონდა. მის აღნაგობას ასევე გაბერილი და მეტად პატივსაცემი ღიპიც ემატებოდა. წითელი თურაშაულის ვაშლივით აწითლებული ლოყები და პატარა მსუქანი თითები. ლუარსაბისთვის, რომ ქართველ კაცს შეეხედა „იმ მონაბერ სულს ვერსად დაინახავდა, თითქო ჩამკვდარაო“ ისე გაშლილიყო მის ბრწყინვალების ქონშია. „ქართველ კაცს არც ქარის შემოტანილი უნდა და არც გატანილი“, „ის მონაბერი სული“ ქარად ხომ არ მიიღო ჩვენმა ლუარსაბმა?
ლუარსაბს სწავლა-განათლება არ ჰქონდა, რომ ჰქონოდა ესეთი მსუქანიც არ იქნებოდა, რაზეც თვითონ თავს არ იწუხებდა. იტყოდა ხოლმე ეგ ახლანდელი ჭირიაო. მისი დამოკიდებულება სწავლის მიმართ ძალიან უცნაური და საკვირველი იყო. ლუარსაბის აზრით, „კაცი ძირგავარდნილი ქვევრია, რომელსაც დღე-ყოველ უნდა ჩააყარო ხორაგი და ჩაასხა სასმელი, მაგრამ კიდევ მაინც ვერ აავსო“. როდესაც საუბარი განათლებაზე ჩამოვარდებოდა ლუარსაბი ამოოხვრით იტყოდა, ხოლმე „რაც ეგ ეშმაკური სკოლები შემოიღეს, ბატონო, ქართველი კაცის ხეირი მაშინ წავიდა“. ამ სიტყვებს ისე გულმტკივნეულად იტყოდა ხოლმე, თითქოს ქვეყანა ებრალება ჭირისაგანო, თანაც იმას დააყოლებდა ხოლმე -„მე თუ სწავლა არა მაქვს, რა კაცი არ ვარ და ქუდი არ მახურავსო?
ლუარსაბი ყველაფრის მიუხედავად ლუარსაბი იყო ძალიან მდიდარი ადამიანი, მას ჰქონდა კარგად გაკეთებული 20 კომლი კაცი, ბლომად ცხვარი და ასიოდე ცხენი.მას ასევე აქვს ორი მოზრდილი ვენახი და ასორმოცდაათი დღის სახნავ- სათესი. ის მის ცოლთან ერთად ცხოვრომდა ერთ მშვენიერ სახლში. მის ცოლს კნეინა დარეჟანი ერქვა. კნეინა დარეჯანი მისი ქმრის მეორე გვერდი იყო, ზუსტად იგივე სიმსუქნე,იგივე მოცინარე პირი და თითქმის ყველაფერი ერთნაირი გააჩნდათ.“ხარი ხართან დააბიო,ან ფერს იცვლის ან ზნესაო.“ არის ნათქვამი ამ ორზე.
 
 
== რესურსები ინტერნეტში ==