ფიოდორ კოლესოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 1:
'''ფიოდორ კოლესოვი''' (დ. [[1891]] — გ. [[29 ივლისი]], [[1940]], [[მოსკოვი]]) — [[რუსები|რუსი]] ბოლშევიკი, რევოლუციონერი, [[თურქესტანი]]ს გასაბჭოების ერთ-ერთი ორგანიზატორი.
 
==ბიოგრაფია==
==ბიორგაფია==
რევოლუციური მოღვაწეობა დაიწყო [[ორენბურგი]]ს რკინიგზის დეპოს მუშის რანგში. 1916 წლიდან სამუშაოდ გადადის [[ტაშკენტი]]ს რკინიგზაზე. იმავე წელს ხდება რკპ(ბ) წევრი. 1917 წლის სექტემბრიდან ტაშკენტის საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეა და ტაშკენტის საყოველთაო გაფიცვის მთავარი ორგანიზატორია. იმავე წლის ოქტომბერში აირჩიეს სრულიად რუსეთის ცაკ-ის წევრად. თურქესტანის გასაბჭოების შემდეგ, 1917 წლის ნოემბრიდან 1918 წლის ნოემბრამდე [[თურქესტანის ასსრ]]-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარეა. იყო კოკანდის ავტონომიის წინააღმდეგ განხორციელებული ბოლშევიკური სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი იდეოლოგი და წითელგვარდიელთა რაზმის მეთაური. 1919 წელს იყო რკპ(ბ) ყრილობის დელეგატი. 1923-38 წლებში სახალხო მეურნეობის შორეული აღმოსავლეთის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე და რევკომის წევრი, შემდეგ გომელის საგუბერნიო კომიტეტის აღმასკომის წევრი. მალე თავს ანებებს პოლიტიკურ ცხოვრებას. 1929-33 წლებში სწავლობს მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში და არქიტექტურის აკადემიის ასპირანტურაში. შემდგომ წლებში მუშაობდა არქიტექტორად.
 
==ლიტერატურა==