დემეტრე უფლისწული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მომხმარებლის Lasha-george ცვლილებების გაუქმება (№3403130)
იარლიყი: გაუქმება
 
ხაზი 4:
მამის გარდაცვალების შემდეგ დემეტრე უფლისწული და დედამისი საუფლისწულო მამულში [[ანაკოფია|ანაკოფიაში]] ცხოვრობდნენ. მეფის ცენტრალიზებული ხელისუფლების მოწინააღმდეგე დიდგვარიანმა აზნაურებმა დემეტრე უფლისწული ბაგრატ IV-ს დაუპირისპირეს და მისი გამეფება სცადეს, მაგრამ დამარცხდნენ. ვერც ბაგრატ IV-მ და მისმა მომხრეებმა შეძლეს დემეტრე უფლისწულის შემორიგება.
 
[[1032]] დემეტრე უფლისწულმა და ალდემ სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანი ანაკოფიის ციხე ბიზანტიას გადასცეს. დემეტრე უფლისწული [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლში]] გაიქცა.[[ 1040]]-იანი წლების დასაწყისში დემეტრე უფლისწულის გამეფების საბაბით ბაგრატ IV-ის მოწინააღმდეგე [[ლიპარიტ IV|ლიპარიტ IV ბაღვაში]] ბიზანტიელთა დამხმარე ჯარით ქართლს შემოესია. მას თან მოჰყვა დემეტრე უფლისწული, მაგრამ ბაგრატ IV-მ მოკავშირეები დაამარცხა. [[10421046]] ლიპარიტ ბაღვაშმა კვლავ სცადა დემეტრე უფლისწული გამეფება. ამ მიზნით ის ბიზანტიელთა და სხვათა დამხმარე ჯარით ქართლში შემოიჭრა. გადამწყვეტი ბრძოლის წინ დემეტრე უფლისწული გარდაიცვალა, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დემეტრე უფლისწული მხოლოდ იარაღი იყო ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების წინააღმდეგ მებრძოლთა ხელში. როგორც ვარაუდობდნენ, დემეტრე უფლისწულის ჩამომავალი უნდა იყოს [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] მეუღლე [[დავით სოსლანი]].
 
==ლიტერატურა==