მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 62:
 
== ისტორია ==
პირველი ხის მთავარანგელოზის ეკლესია მოსკოვის კრემლის ტერიტორიაზე დააარსეს [[1247]]-[[1248]] წლებში, ჯერ კიდევ მთავარ [[მიხეილ ხორობრიტი]]ს პერიოდში, რომელიც იყო [[ალექსანდრე ნეველი]]ს ძმა.
 
[[1333]] წელს ივანე კალიტამ ააგო ქვის ტაძარი რუსეთის შიმშილისაგან გადარჩენისათვის მალიერებისმადლიერების ნიშნად. ახალი მთავარანგელოზის ეკლესია აკურთხა მიტროპოლიტმა ფეოგნოსტმა [[1333]] წლის 20 სექტემბერს.
 
არსებული ტაძარი აგებულია [[1505]]-[[1508]] წლებში იტალიელი ხუროთმოძღვრის [[ალევიზ ნოვი]]ს ხელმძღვანელობით ძველი ტაძრის ადგილზე და აკურთხეს [[1508]] წლის 8 ნოემბერს, კურთხევის ცერემონიალს უძღვებოდა მოსკოვის მიტროპოლიტი სიმონი. [[1599]] წლიდან [[1765]] წლამდე ტაძარში იმართებოდა თავადებისა და მეფეების პანაშვიდები. [[1743]] წლიდან [[1883]] წლამდე მოსკოვის ეპარქიის საკათედრო ტაძარია. [[1771]]-[[1801]] წლებში ტაძრის წინამძღვარი იყო პეტრე ალექსეევი, ლექსიკოგრაფი, „საეკლესიო ლექსიკონის“ ავტორი.
ხაზი 70:
[[1895]] წლის 23 თებერვლის წმინდა სინოდის № 809 ბრძანებით გადაეცა საიმპერატორო სასახლის სამინისტროს თავისი ღირებულებებით, კაპიტალით და სასულიერო პირებით.
 
[[რომანოვების დინასტია|რომანოვების]] ხელისუფლებაში მოსვლის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიწყო ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები. [[1913]] წლი 24 მაისს იმპერატორი ნიკოლოზ II ეწვია კრემლს, შევიდა მთავარანგელოზის ეკლესიაში და აანთო კანდელები.
 
ეკლესიაში მდებარეობს ნეკროპოლისი, სადაც [[1340]] წელს პირველი დაკრძალეს დიდი მთავარი [[ივანე I (რუსეთი)|ივანე კალიტა]], ხოლო უკანასკნელი ვინც აქ დაკრძალეს იყო იმპერატორი [[პეტრე II]] (1730 წ.). სულ ეკლესიაში დაკრძალულია 54 ადამიანი.