ომარ ფხაკაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
'''ომარ ფხაკაძე''' (დ. [[12 აგვისტო]], [[1944]], [[ქუთაისი]] — გ. [[21 მაისი]], [[1993]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] სპორტსმენი ([[ველოსპორტი]], [[ტრეკი]], [[სპრინტი]]), სპორტის ოსტატი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი. საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი (1986-1993)
 
დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი სპორტულ რბოლაში ([[1965]]), მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლისა (1969) და ბრინჯაოს მედალოსანი (1966), ასევე — საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის თასის ოთხგზის მფლობელი, [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1972|მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების]] ბრინჯაოს პრიზიორი, 1964 წლის ტოკიოს (მეოთხედფინალი) და 1968 წლის მეხიკოს (მე-4 ადგილი) ოლიმპიადების მონაწილე. სსრკ ათგზის ჩემპიონი (1963, 64, 66-73), ორგზის მეორე (1965, 67) და მესამე (1968) პრიზიორი, სსრკ თასის ოთხზის მფლობელი (1963-65, 69). ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი: ჰიტი 200 მ სვლით - 10,69ჭმ69 ჭმ და 10,61 ჭმ (1967). [[1979]] წლიდან იყო საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სპრინტერთა ნაკრები გუნდის მწვრთნელი. 1965 წელს დასახელდა საქართველოსა და საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად. საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი (1986-93). სპორტის დამსახურებული ოსტატი და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.
 
[[1987]] წელს გამოვიდა რეჟისორ [[გიორგი შენგელაია]]ს ფილმი „[[ხარება და გოგია]]“, რომელშიც მთავარ როლებს ომარ ფხაკაძე და მოჭიდავე [[ლევან თედიაშვილი]] ასრულებდნენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ომარ_ფხაკაძე“-დან