როსტომ გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 30:
 
==ბიოგრაფია==
აქტიურად იბრძოდა თურქეთის აგრესიის წინააღმდეგ, მონაწილეობდა [[მურჯახეთის ბრძოლა|მურჯახეთის]] ([[1533]] მამასთან ერთად), [[ქარაღაქის ბრძოლა|ქარაღაქის]] ([[1543]]) და [[სოხოისტის ბრძოლა|სოხოისტის]] (1545) ბრძოლებში. ამ უკანასკნელ ბრძოლაში დაეღუპა ვაჟი ქაიხოსრო. ქარაქაღის ბრძოლაში დახმარებისათვის [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფემ უბოძა სამცხის სამთავროს ნაწილი - [[აჭარა]] და [[ჭანეთი]]. როსტომ გურიელის საქმიანობით განრისხებულმა [[ოსმალეთი|თურქებმა]] გურიაზე გაილაშქრეს. [[1547]] თურქთა ფლოტი გურიის სანაპიროს მიადგა, თურქებმა გონიოსა და [[ბათუმი]]ს მხარეები დაიკავეს. როსტომ გურიელმა დახმარება იმერეთის მეფესა და დადიანს სთხოვა. იმერეთის მეფის ინტრიგის გამო როსტომ გურიელი მტერს მარტო შეებრძოლა, დაამარცხა და მდინარე [[ჭოროხი]]ს გაღმა განდევნა. თურქებმა აჭარა და ჭანეთი მაინც შეინარჩუნეს, [[გონიოს ციხე]] გაამაგრეს და თავიანთ ფორპოსტად აქციეს. [[1557]] წელს, როცა [[ლევან I დადიანი]] ოსმალეთში იყო წასული, როსტომ გურიელისგურიელს გავლენა [[ოდიშის სამთავრო]] ჰქონდა დაკავებული.
 
მომდევნო ხანებში როსტომ გურიელი თურქებთან ბრძოლას განაგრძობდა და არც იმერეთის მეფეს ემორჩილებოდა, რადგან ეს უკანასკნელი მის ხელში ჩაგდებას ცდილობდა, ისევე როგორც დადიანი ჰყავდა დატყვევებული. იმერეთის მეფემ როსტომი თავისთან მიიწვია ოდიშზე ლაშქრობის მიზნით, მაგრამ გურიელი მეფეს არ ენდო და არ ეახლა. [[ქაიხოსრო II|ქაიხოსრო ათაბაგმა]] ამით დრო იხელთა და გურიელი და დადიანი მისკენ გადაიბირა. ისინი დაეხმარნენ ლევან დადიანს სამეგრელოში ხელისუფლების დაბრუნებაში<ref>საქართველოს ისტორია, II, თბ., 2008, გვ. 150</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/როსტომ_გურიელი“-დან